ლაშა პაპაშვილი: ჩემი პირადი აზრია, რომ საბანკო რეგულაციები ნელნელა უნდა მოვხსნათ

ლაშა პაპაშვილი: ჩემი პირადი აზრია, რომ საბანკო რეგულაციები ნელნელა უნდა მოვხსნათ

access_time2019-05-13 17:00:23

„ვფიქრობ, საბანკო რეგულაციის ქვეშ ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომელთა დაკრედიტება ძალიან ადვილად შეიძლებოდა და  მათი ვალაუვალობის საფრთხე არ არის,“ - განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა  „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით გაიმართა. 


ბიზნესმენის თქმით, საბანკო რეგულაციების შერბილების საკითხით ყველაზე მეტად დაინტერესებულები  დეველოპერული სფეროს წარმომადგენლები არიან, რადგან ესაა სექტორი, რომელზეც  საბანკო ცვლილებები. ყველაზე მეტად აისახა.


„მე არ ვფიქრობ, რომ დაგვიანებული იქნება რეგულაციების გადახედვა და ერთი ან ორი თვე ბევრ რამეს ვერ გადაწყვეტს.  რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ ამ საქმეში  ეროვნული ბანკს დიდი მზაობა გააჩნია ითანამშრომლოს ბიზნესთან. უპრიანი იქნება, რომ შემდეგი შეხვედრა მთელი ეკონომიკის სამინისტროს გუნდთან ერთად შედგეს, რადგან ამ სახის კომუნიკაციაზე ხშირად ვაკეთებ  აქცენტს. რეგულაციების შესახებ ჩემი პირადი აზრია, რომ ნელნელა უნდა მოვხსნათ და ამისთვის თანდათან ვხედავ მზაობას.  ეს საკითხი უფრო დეველოპერებს აწუხებთ, ანუ მათ, ვისი ბიზნესიც მცირდება. ვფიქრობ, საბანკო რეგულაციის ქვეშ ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომელთა დაკრედიტება ძალიან ადვილად შეიძლებოდა და  მათი ვალაუვალობის საფრთხე არ არის,“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.



ბიზნესმენი ასევე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, ქართული ბიზნესის დაცვასთან დაკავშირებით. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ  სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო დაიცავს ქართულ ბიზნესს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.


„დიდი ხანია ნათიას ვიცნობ. მჯერა მისი განცხადებების და მგონია, რომ ეს არ იქნება ლიტონი სიტყვები. ამდენად ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რათა გააფართოვოს ისეთი პროგრამები, როგორებიცაა „აწარმოე საქართველოში“. არის ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც  ზედა ზღვარი და ეს ზედა ზღვარი უნდა მოიხსნას. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი საშუალება ჰქონდეს ბიზნესს, რომ ისესხოს და სახელმწიფომ დაასუბრიდიროს რაღაც პროცენტი მაინც. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბიზნესის დაცვას, ჩვენ ვიცით, რომ  ჩვენი რძის პროდუქტი და ხორცი ვერ გადის თურქეთში.  მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, პრობლემები იქმნება.  ისინი ამა თუ იმ ბერკეტებით ახერხებენ, რომ ხელი შეეშალონ ჩვენს ექსპორტს, ვფიქრობ, ეკონომიკის მინისტრი ამისგან დაცვას  გულისხმობდა“ - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.



მარიამ მორგოშია





LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up