საქართველოს ორი მსხვილი ბანკი სამშენებლო ბიზნესს ლობირებს, ამიტომ იგეგმება რეგულაციების მხოლოდ ამ მიმართულებით შერბილება

საქართველოს ორი მსხვილი ბანკი სამშენებლო ბიზნესს ლობირებს, ამიტომ იგეგმება რეგულაციების მხოლოდ ამ მიმართულებით შერბილება

access_time2019-07-11 12:00:49


საქართველოს ორი მსხვილი ბანკი სამშენებლო ბიზნესს ლობირებს, ამიტომ იგეგმება  რეგულაციების მხოლოდ ამ მიართულებით შერბილება  ამის შესახებ „კომერსანტს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლმა ირაკლი გურჩიანმა განუცხადა.


როგორც ირაკლი გურჩიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს,  საბანკო რეგულაციებმა „ტოიოტა ცენტრი თბილისს“   გაყიდვები გაუნახევრა. 



მისი თქმით, მყიდველი ბევრია, თუმცა, რეგულაციების  შემდეგ ბანკები სესხების გაცემაზე  კლიენტებს  90%-ს უარს ეუბნებიან.


 „ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გაყიდვების დიდი წილი განვადებაზე მოდიოდა. ვინაიდან მანქანა ცოტა მსხვილი შენაძენია, ყოველთვიურად, კლიენტს უწევს საშუალოდ 1500 ლარის გადახდა. რეგულაციების გათვალისწინებით კი სესხი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მსესხებლის ხელფასი  დაახლოებით, 3000 ლარს შეადგენს. ასეთი შემოსავლის მქონე  საქართველოში ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი კი ჩემს ბიზნესზეც აისახა. გაყიდვების დიდი წილი ძირითადად იაფიან, პატარა მანქანებზე მოდის,“ აცხადებს გურჩიანი.


მისი მტკიცებით, გაყიდვებში დღეს Rav4 და Prado  ლიდერობს.



ტოიოტა ცენტრი თბილისის“  დამფუძნებელი განმარტავს, რომ ორი ბანკი თავად ლობირებს იმას, რომ იპოთეკურ ნაწილში სესხებზე შერბილება მოხდეს.


„საქართველოში ორი მსხვილი  ბანკია და ორივე სამშენებლო ბიზნესშია. ლობირებენ იმას, რომ თავიანთ პროექტებში სახლები გაყიდონ,“ აცხადებს გურჩიანი.


მისი განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პრობლემებია, ანუ ეკონომიკა არ ვითარდება და შესაბამისად ვერც ბიზნესი მიდის წინ.


როგორც კი ქვეყანაში მშპ 0.1%-ით იზრდება, ჩვენ ბიზნესზე დადებითად აისახება, რადგან კომპანიაში გაყიდვები მატულობს. სამწუხაროდ, ასეთი სახის ძვრები ქვეყანაში ხშირად არ ხდება. მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა დაქვეითებული აქვს.  ამბობს  „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი.


„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზეა და ის თავდაპირველად, როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში „ტოიოტას“ ერთადერთი წარმომადგენელი იყო. 2006 წელს კავკასიაში იაპონელებთან ერთად „ტოიოტას“ ჰაბი შეიქმნა და იაპონურმა კომპანიამ „ტოიოტა ცუშო კორპორაციამ“ 100%-იანი წილით ქართული შპს „ტოიოტა კავკასია“ დაარსა, რომელიც  კავკასიის რეგიონში აღნიშნული საავტომობილო მარკის დისტრიბუტორი გახდა.


ამჟამად საქართველოში „ტოიოტას“ ოფიციალური დილერები შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან.


 2018 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა. ერთი კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები შერბილებისკენ მიდის.  საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისათვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ. კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.


სოფო ქსოვრელი






მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ
access_time2019-11-15 14:00:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ. შეხვედრის ფარგლებში BAG-იმ გააცნო ექსპერტებს თავიანთი შენიშვნები, ხედვები და რეკომენდაციები ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვაზე, სტაჟირების დაქვემდებარებაზე შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი, ასევე საუბარი შეეხო ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებების საკითხებს,...

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...


მსგავსი სიახლეები

up