„საბანკო რეგულაციების შერბილება ერთ-ერთია, რაც ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება“

„საბანკო რეგულაციების შერბილება ერთ-ერთია, რაც ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება“

access_time2020-04-15 18:30:28

საქართველოში 15 აპრილიდან მოქალაქეებისთვის კრედიტების გაცემა მარტივდება. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება, რაც რეგულაციებს მოქნილს გახდის.


დღეიდან ბანკები თავად დააწესებენ კლიენტის შემოწმების წესებს და ერთიანი სტანდარტით აღარ იხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა, მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე, კრედიტის ოდენობისა და განაკვეთის განსაზღვრის მიზნით კატეგორიების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შეამცირა. კერძოდ, ერთ ჯგუფად გაერთიანდა 1000-დან 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები და ცალკე ჯგუფად – 2000-დან 4000 ლარამდე შემოსავლის მქონეები. ასევე ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება. საზღვარგარეთიდან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში კი ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა  60%-დან 70%-მდე მსუბუქდება.


თუმცა, უცვლელი დარჩა ვადები სხვა კრედიტებზე. ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი გაიცემა არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო სხვა ტიპის კრედიტები – არაუმეტეს 4 წლის ვადით.



„საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მსგავსი რეგულაციის მოხსნა ან შერბილება მითუმეტეს არსებულ კრიზისულ სიტუაციაში დადებითად აისახება საბანკო სფეროზე და ეკონომიკურ აქტივობასაც გაზრდის.


„საბანკო რეგულაციების შერბილება ამ ვითარებაში როდესაც ეკონომიკა მაქსიმალურად შეზღუდულია, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში უფრო მეტ ადამიანს ექნება სესხზე ხელმისაწვდომობა, მითუმეტეს მაშინ როდესაც ისედაც მოსალოდნელია, რომ სასესხო პორტფელი შემცირდება და ამის კიდევ რეგულაციებით ხელოვნურად შეზღუდვა, ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა არ იქნებოდა. უკეთესი იყო ეს კრიზისამდე გაკეთებულიყო, მაგრამ ზოგადად კარგია რომ ახლა მაინც განხორციელდა. ცვლილებები გულისხმობს შემოსავლის გათვალისწინებით ყოველთვიური შენატანის განსაზღვრას. ეს კოეფიციენტი იცვლება, რაც დაკრედიტებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და სასესხო პორტფელს შედარებით გაზრდის, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ უკვე ბანკებზე იქნება იმის პასუხისმგებლობა, რომ უფრო კარგად შეისწავლონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და სესხი მხოლოდ ამ შემთხვევაში გასცენ. მსოფლიო ეკონომიკაში არაორდინალური ვითარებაა, თუმცა არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომელიც  ჩვენს ეკონომიკას ამ კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება, სადაც ერთერთი საბანკო რეგულაციების შერბილებაა,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეეძლიათ მხოლოდ სესხის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ მათი სუფთა შემოსავლებით.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up