საბანკო რეგულაციების ფონზე საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

საბანკო რეგულაციების ფონზე საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

access_time2018-12-06 17:11:13

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2019 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი 4.7% იქნება, ხოლო 2019-2022 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.2%-ს უტოლდება.

მშპ-ს რეალური ზრდის წარმოდგენილი პროგნოზი 2019 წლისათვის (4.7%) 0.2%-ული პუნქტით აღემატება მთავრობის ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს (4.5%) და განსხვავდება (0.8 %-ული პუნქტით ნაკლებია) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან.

საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული დინამიკა წინა საპროგნოზო მაჩვენებლებთან შედარებით ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული: 2018 წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა საგარეო ეკონომიკური გარემო და 2019 წლისათვის ძირითადად შემცირებისაკენ შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ასევე საბიუჯეტო ოფისის მიერ შეფასებულ იქნა ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი", რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. ინიცირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, 2019 წლისათვის მოსალოდნელია ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების და შესაბამისად მთლიანი მოხმარების შემცირება.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2019 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 9.5%-ს, ხოლო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 8.5%-ს შეადგენს.


პროგნოზი განპირობებულია 2018 წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში საგარეო მაჩვენებლების პროგნოზირებულისაგან განსხვავებული ტრენდითა და 2018 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესაძლო მოცულობის ზრდით.


GBC.GE 






ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც შემოაღწია და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი? — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up