საბანკო რეგულაციები არასწორ დროს და არათანმიმდევრულად არის მიღებული

საბანკო რეგულაციები არასწორ დროს და არათანმიმდევრულად არის მიღებული

access_time2018-06-22 09:00:00


 „ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები ზღუდავს პოცენტიური მომხმარებლებს, რომელთაც სურთ სესხის აღება. ეს რეგულაციები შესაძლებელია კარგი ყოფილიყო სხვა ვითარებაში, თუმცა არა ამ დროს და ამ მოცემულობაში. აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს იმას, რომ შემცირდება სესხებზე ლეგალური მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაზე დაცული სექტორისგან, საბანკო სექტორისგან სესხის მიღების შესაძლებლობა შემცირდება და სესხებზე მოთხოვნები გადაინაცვლებს იქ, სადაც იგი პროცედურულად გამარტივდება,“ - აცხადებს რადიო კომერსანტის გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ ადვოკატი ანა ჯალაღონია.

 

 

ადვოკატის განმატრებით,   ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები, რომელიც ზღუდავს სესხის გაცემას  ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტს, თუ მსესხებლის გადამხელუნარიანობის ანალიზი არ გააკეთა, არათანმიმდევრული და არადროულია.

 

ადვოკატის თქმით, თუ ბანკები არ გასცემენ სესხს, მაშინ ადამიანი იძულებული გახდება სესხი აიღოს  კერძო მევახშეებისგან, რომლებიც ყველაზე დაუცველ, არარეგულირებად და საშიშ სექტორად უნდა მივიჩნიოთ. ვინაიდან, ამ სექტორში მიმდინარეობს სესხის კოლექტიური ამოღების წესი და გვაქვს დაუცველობის მაღალი პოტენციალი.


„რეგულაციების მიზანი სავსებით მისაღებია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ისინი არასწორ დროს და არათანმიმდევრულად მივიღეთ. თუ რეალურად გვინდა დავინახოთ შედეგი, მაშინ უნდა ჩავრთოთ მათ მიღებაში ის სპეციალისტები, რომლებმაც იციან არა მხოლოდ სესხის გაცემის პრცედურები, არამედ ამოღების მექანიზმებიც,“ - ასეთია ადვოკატი მოსაზრება.



კერძო მევახშეებისგან დანაშაულებრივი მეთოდებით ხდება სესხის ამოღება, ეს შეიძლება იყოს ქურდებით, დაშინებით. რეგულაციები არათანმიმდევრულია, სხვა რეალობაში შესაძლოა კარგი ბენეფიტები მოეცა, თუმცა დღევანდელ  რეალობაში იგი ყველაზე ნეგატიურად მოწყვლად ჯგუფებს შეეხება და მათ კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის.


კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის წინაპირობად მიიჩნევს ანა ჯალაღონია ბანკების მხრიდან დამატებითი რესურსის ჩართვას, იმისთვის რათა მათ სესხები გასცენ თვითდასაქმებულებზე. ბანკების წარმომადგენლები დააკვირდებიან და სამუშაო ადგილზე გაეცნობიან პოტენციური მსესხებლის სამუშაო პირობებსა და მოახდენენ შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას.


„ფაქტობრივად, გამოდის, რომ ბანკი ადამიანების პირად ცხოვრებაში შეიჭრება, რაც კონვენციის მერვე მუხლის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის წინაპირობაა. ამასთანავე, ბანკებისთვის ეს პროცედურა იქნება დამატებითი რესურსი და ხარჯი. შესაბამისად, მათ ექნებათ ორი გამოსავალი, ეს ხარჯი ან ასახონ საპროცენტო განაკვეთში, ან აირჩიონ უფრო მოკლე გზა, არ გასცენ სესხი.


რეგულაციების მიღების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ორგანიზაციის ჩართულობა, დარეგულირების, ამოღების პროცესში ჩართული ადამიანების, ექსპერტების, ადვოკატების ჩართულობა. ამ ადამიანებმა უკეთ იციან, თუ როგორ მიდმდინარეობს პროცესუალურად, სად არის ხარვეზი. კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიარონ არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ სამართლის ექსპერტებთანაც.


მნიშვნელოვანია კრედიტორის კეთილსინდისიერების საკითხიც. უნდა არსებობდეს ვალდებულება, რამდენად გამართული ან სწორია პროცესი. კეთილსინდისიერი, გულისხმიერი დამოკიდებულება აუცილებლად უნდა არსებობდეს მსესხებელსა და კრედიტორს შორის, რადგან  თუ არსებობს მინიმალური ხელშეწყობა კრედიტორის მხრიდან, მოხდეს  კეთილსინდისიერად მისი დარეგულირება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ ხდება მსესხებლის  ინტერესების გათვალისწინება,“ - ამბობს ანა ჯალაღონია.


ნათია კეკენაძე





19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up