„საბანკო რეგულაციები, ანაკლიის პორტის პროექტი, „ოქროს სიის“ გაუქმება, ჯანდაცვის და ტაქსების რეფორმა“ – 2019 წლის TOP 5 ეკონომიკური მოვლენა

„საბანკო რეგულაციები, ანაკლიის პორტის პროექტი, „ოქროს სიის“ გაუქმება, ჯანდაცვის და ტაქსების რეფორმა“ – 2019 წლის TOP 5 ეკონომიკური მოვლენა

access_time2019-12-25 10:45:20

2019 წელი ეკონომიკური მოვლენებით ძალიან დატვირთული იყო. „კომერსანტი“ ეკონომიკის ექსპერტებს დაუკავშირდა და 5 მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენის დასახელება სთხოვა, რომელმაც ქვეყნაში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ეკონომიკის ექსპერტ გიგა ბედინეიშვილს უჭირს წლის განმავლობაში დადებითი ეკონომიკური საკითხების გამოყოფა და მიიჩნევს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები წლის მთავარი უარყოფითი მოვლენაა.


გიგა ბედინეიშვილი:

1. „გამკაცრებული საბანკო რეგულაციები მამუკა ბახტაძის რიტორიკა ჭარბვალიანობასთან და შესაბამისი რეგულაციების გამკაცრება, ასევე ლარიზაცია - წლის ერთ-ერთ უარყოფით მოვლენად მიმაჩნია.


2. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება 520-ე დადგენილების სახით-ეს ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იყო და ფაქტობრივად, ფასების ფიქსირებისკენ სვლას გულისხმობს, რაც საბჭოთა კავშირში დაბრუნებას გვიქადის. ეს მკვეთრად ანგრევს ეკონომიკას, რადგან ჯანდაცვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. მართალია ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ის ბიზნესი არ არის, მაგრამ ყველაფერი ბიზნესია, მითუმეტეს ჯანდაცვა. შესაბამისად, თუ ჯანდაცვას დავანგრევთ, მთლიანად ეკონომიკას შევუქმნით საფრთხეს.


3.გაჩერებული უძრავი ქონების ბიზნესი თბილისში -გაზაფხულზე თბილისის მერმა სატყეო სტატუსი დაადო ფაქტობრივად, თბილისის გარეუბანში მიწის ნაკვეთების დიდ უმრავლესობას. ამით კი სექტორი გააჩერა. ეს დიდი დარტყმაა ეკონომიკისთვის, რადგან უძრავი ქონების ბიზნესი თბილისის ეკონომიკის წინაპირობაა. ვფიქრობ, აქ კორუფციული მოტივია, რადგან ყველას თუ ავუკრძალავთ თბილისში მშენებლობას, მხოლოდ მერიასთან დაახლოებულ უძრავი ქონების მფლობელებს შეეძლებათ მუშაობა.


4. ტაქსების რეფორმა-მათი გადაღებვა და ლიცენზიის დაწესება, რაც ასევე უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე და ფასების ზრდა გამოიწვია.


5. ოქროს სიის გაუქმება- იმის ნაცვლად, რომ კარგი შეღავათიანი პირობები სხვებისთვისაც მიეცათ, ვისაც ჰქონდა იმათაც გაუუქმეს.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ნაწილობრივად დადებით მოვლენად საბანკო რეგულაციების შემოღებას და 100 ობიექტის პრივატიზებას ასახელებს.



გიორგი კეპულაძე:

1. „ანაკლიის და თიბისის „ქეისი“აბოლოოდ მივიღეთ ანაკლიის პორტის გაჩერებული პროექტი, რომელიც ვერ წავიდა წინ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე გვიმეორებს რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თემას, სამწუხაროდ შედეგს ვერ ვიღებთ.


2. საბანკო რეგულაციების შემოღება -თავდაპირველად ამას ჰქონდა პოზიტიური მხარე, რომ ფინანსური ინსტიტუტები უფრო პასუხისმგებლიანები გახდნენ და ონლაინ სესხის კომპანიები ბაზრიდან ფაქტობრივად გაქრნენ. თუმცა, იყო უარყოფითი შედეგებიც, შემცირებული ეკონომიკური აქტივობა და სესხების გაცემის დინამიკა.


3. ვალუტის კურსის გაუფასურება და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა-რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაიზარდა და ვალუტის კურსი მკვეთრად გაუფასურდა.


4.„გავრილოვის ღამე“ -პოლიტიკური და ეკონომიკური წელი იყოფა 20 ივნისამდე და მას შემდეგ, რადგან ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის მდგომარეობაზე.ეკონომიკური კუთხით ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად დაარტყა ქვეყანას, რომელსაც პუტინის საჰაერო სანქციები მოჰყვა და უარყოფითი მოლოდინები შექმნა.


5. საპრივატიზაციო ობიექტების გამოტანა
-როგორც იქნა მთავრობამ გამოიტანა საპრივატიზაციოდ ობიექტები და პრივატიზაციაზე ფიქრი დაიწყო. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უფრო მეტის გაყიდვაა შესაძლებელი, რადგან სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება, როგორც წესი გამოირჩევა ზარალით და ეს ზარალი ასეულობით მილიონებს აღწევს“.


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორმა პაატა შეშელიძემაც მხოლოდ უარყოფითი ეკონომიკური მოვლენების გამოყოფა შეძლო, რომლებმაც მისი თქმით, საბოლოოდ ლარის გაუფასურება და ინფლაციის ზრდა გამოიწვია.


პაატა შეშელიძე:

1. „ანაკლიის პორტი საკმაოდ ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. ერთ მხარეს არის კომპანია, რომელსაც სურს ინვესტირება და ამას ვერ ახერხებს, მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელიც თითქოს ხელს უწყობს, მაგრამ რეალურად მას ხელს უშლის.


2.სესხების გაცემაზე შეზღუდვების დაწესება-თავის დროზე საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც მცირე და საშუალო მეწარმეები დააზარალა.


3.ტაქსების რეფორმა- ადამიანები აიძულეს, რომ მანქანები შეეღებათ და სალიცენზიო მოსაკრებელი გადაახდევინეს. საბოლოოდ, არიან ტაქსები რომლებიც რეგისტრირებულია და  შეღებილია, მაგრამ ვერ მოიფიქრეს როგორ მიეხედათ სხვებისთვის, რომლებსაც არც შეღებილია, მაგრამ  ქუჩაში ხალხი მაინც აჰყავთ. მთავრობამ შემოიღო რეგულირება, რომელიც  არ აუმჯობესებს ბიზნესგარემოს, პირიქით აუარესებს და კანონის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას იწვევს.


4.ჯანდაცვის რეფორმა-სექტორში წლების განმავლობაში ხდებოდა ამ სერვისის მსხვილი მომწოდებლების ხელში მოხვედრა, ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს დაიწყო. ამ სფეროშიც ისევე როგორც ყველა სფეროში ყველაფერი იმისკენ წავიდა, რომ მსხვილი მოთამაშეებისთვის გაეხსნათ კარი და წვრილმა  კონკურენტებმა ბაზარი დატოვონ. გამოცდილებამ ვერ დაანახა, რომ ყველგან, სადაც მსგავსი რამ მოხდა, მივიღეთ მონოპოლიები და ოლიგოპოლიები, მაღალი ფასი და დაბალი ხარისხი. მთელი ეს პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ, რომ მოხდეს ლოიალური მსხვილი ბიზნესის წახალისება და მათთვის კონკურენტების მოშორება.


5.ადგილობრივი წარმოების ვითომ წახალისებ - ეს მიმართულებებიც არასწორად იყო გაკეთებული, ფინანსდება ისევ მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესები, ეს ეკონომიკისთვის არაფრისმომცემია. ნებისმიერი თანხა, რაც მთავრობის მიერ იხარჯება, არის კერძო სექტორის გამომუშავებული და არ შეიძლება მათ წაართვა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესს მისცე.


ნინო თამაზაშვილი






რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up