საბანკო პორტფელში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებზე გაცემულ სესხებს მნიშვნელოვანი წილი აქვს, ხარისხი კი გაუმჯობესებულია - სებ

საბანკო პორტფელში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებზე გაცემულ სესხებს მნიშვნელოვანი წილი აქვს, ხარისხი კი გაუმჯობესებულია - სებ

access_time2022-09-28 23:55:26

პანდემიით გამოწვეული კრიზისის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაზრდილი მოთხოვნისა და მშენებლობის ხარჯების მატების შედეგად, უძრავი ქონების ფასის და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.


ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს უცხოელები ქმნიან, რაც ამ ბაზარს გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მოწყვლადს ხდის. ხოლო რაც შეეხება კერძო სახლების მშენებლობის ნებართვებს, ის მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც შინამეურნეობის პრეფერენციების ცვლილებაზე მიუთითებს.


„მიმდინარე წელს, წინა წლის მსგავსად, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა. კერძოდ, 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონებით განხორციელებული ტრანზაქციები 22 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მიმდინარე წელს მცირე შემცირებისა, წინა წლებთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც მოთხოვნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული კაპიტალიზაციის ინდექსიც, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. ამის ფონზე, უძრავი ქონების მონიტორინგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბანკების აქტივების ხარისხზე, და ფინანსური სტაბილურობის რისკები წარმოქმნას.


2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გაცემული მშენებლობის ნებართვების ოდენობა 34 პროცენტით გაიზარდა, რაც კერძო სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული. 2022 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბათუმში უძრავი ქონებით განხორციელებული ტრანზაქციები 42 პროცენტით, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47 პროცენტითაა გაზრდილი“,  ნათქვამია ანგარიშში.



რაც შეეხება ფასებს, სებ-ში განმარტავენ, რომ გაზრდილი მოთხოვნისა და მშენებლობის ხარჯების შედეგად, უძრავი ქონების ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება.


„2022 წლის ივნისში 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ლარში გამოხატული ფასი საშუალოდ 5 პროცენტით, ხოლო დოლარში გამოხატული ფასი საშუალოდ 12 პროცენტით გაიზარდა. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაცია, ტურიზმის აღდგენა და უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის მატება უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ზრდის. ასევე, აღსანიშნავია, გაზრდილი სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულება 18 პროცენტით გაიზარდა.


კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა კრიზისამდე არსებულ დონეს ჩამორჩება. საბანკო პორტფელში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებზე გაცემულ სესხებს მნიშვნელოვანი წილი აქვს, თუმცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გატარების შედეგად, აღნიშნული სესხების ხარისხი გაუმჯობესებულია. 2022 წლის ივნისში 2008 წლის კრიზისულ პერიოდთან შედარებით, მთლიან საბანკო პორტფელში იპოთეკური სესხების წილი 8 პროცენტული პუნქტით მაღალია, ხოლო სამშენებლო სექტორზე გაცემული სესხები 3 პროცენტული პუნქტით დაბალი.


არარეზიდენტებისგან შედარებით გრძელვადიან ქირაზე მოთხოვნის ზრდის შედეგად, ქირის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა რეგიონში არსებული მდგომარეობის ფონზე ქირის ფასის სამომავლო ტენდენციის გაურკვევლობა მაღალია. ქირის ფასის ზრდა უძრავ ქონებას, როგორც საინვესტიციო აქტივს, უფრო მიმზიდველს ხდის, თუმცა საკრედიტო პორტფელში რისკების დაგროვების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დაკრედიტების გადაწვეტილება ქირის საშუალოვადიან დინამიკას ეყრდნობოდეს“,  აღნიშნავენ სებ-ში.

თეგები:
სებ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up