საბანკო დეპოზიტების ალტერნატივა - საქართველოში უძრავ ქონებაში დანაზოგის გაკეთება შესაძლებელი ხდება

საბანკო დეპოზიტების ალტერნატივა - საქართველოში უძრავ ქონებაში დანაზოგის გაკეთება შესაძლებელი ხდება

person access_time2016-06-23 11:00:23

პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთით უკმაყოფილო მოსახლეობას უძრავ ქონებაში ინვესტირებას სთავაზობს. 


საშა ტერნესი საქართველოში უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ს ფლობს. ბიზნესმენი Property Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ფონდი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მოსახლეობას  დანაზოგის გაკეთებას უძრავ ქონებაში სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ეს არის პლატფორმა ხალხისთვის, ვისაც სურს იყოს თანაინვესტორი. მისივე განმარტებით, ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთით მითუმეტეს რაც ბოლო პერიოდში განაკვეთები შემცირდა და ხალხი განსხვავებულ შესაძლებლობას ეძებს ინვესტირებისთვის. 

 


"სად უნდა დავაბანდოთ ფული? როგორც წესი, თანხას ვინახავთ ბანკში დეპოზიტზე და ვიღებთ არცთუ ისე მაღალ სარგებელს ან ვყიდულობთ ბინას და ვაქირავებთ, რაც შემდგომში უამრავ  პრობლემას იწვევს. ჩვენს შემთხვევაში ყიდულობ წილს უძრავ ქონებაში, სანაცვლოდ იღებ კარგ მოგებას, შენაძენის ადმინისტრირებაზე კი კომპანიაა პასუხისმგებელი... ჩვენი კომპანია ამ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, ფონდი ძირითადად კომერციულ უძრავ ქონებაში აკეთებს ინვესტიციას და თანაინვესტორს მოგება ორი მიმართულებით აქვს: ის ყოველ წელს იღებს დივიდენდს ქირის შემოსავლიდან და წლების განმავლობაში ქონების საბაზრო ფასიც იზრდება" – ამბობს ტერნესი. მისივე თქმით, ყველა ტიპის ინვესტორთან თანამშრომლობენ, თანხები კი დამოკიდებულია პროექტის სპეფიციკაზე.


რაც შეეხება დაინტერესებას, საშა ტერნესი ამბობს, რომ ძირითადად მაინც უცხოელები ინტერესდებიან გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოში კი ამ მიმართულებით ცნობადობაა გასაზრდელი. ტერნესის თქმით, ფონდის ძირითადი აქტივობები თბილისშია და იმედი აქვთ  პროცესები რეგიონებშიც გადაინაცვლებს. მისივე მტკიცებით, საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების ამონაგები 3-ჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ ევროპაში. 



საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
access_time2020-01-29 14:45:33
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. მისივე თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up