საბანკო დაკრედიტების 73.9% თბილისზე მოდის

საბანკო დაკრედიტების 73.9% თბილისზე მოდის

access_time2021-02-10 18:30:36

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებით როგორც ლარში ასევე უცხოურ ვალუტაში თბილისი ლიდერობს. რეგიონებთან შედარებით, დედაქალაქის წილი დაკრედიტებაში ეროვნულ ვალუტაში 60%-ს ხოლო უცხოურ ვალუტაში 80%-ს აღემატება.


ლარში გაცემული 16.940 მლრდ-ის სესხიდან 2021 წლის 1-ლი იანვრისთვის თბილისის წილი 63.6% ანუ 10.773 მლრდ ლარია. მეორე ადგილს 7.4%-ით იმერეთი იკავებს. 7.1%-ით მესამე ადგილზე აჭარაა. ყველაზე მცირე - 0.12%-იანი წილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთზე მოდის.


ვითარება მსგავსი, თუმცა არაიდენტურია უცხოური ვალუტით დაკრედიტების შემთხვევაში. უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებში თბილისი დომინანტის პოზიციას კიდევ უფრო იმყარებს და მისი წილი 82%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ამ შემთხვევაში 9.9%-ით აჭარაა. იმერეთის წილი კი 2.9%-ზე ნაკლები. ბოლო ადგილზე უცხოურ ვალუტით გაცემულ სესხებშიც რაჭა-ლეჩხუმია 0.005%-ით. 21.289 მლრდ-დან მასზე მხოლოდ 1 მლნ მოდის.



მთლიან სესხებში როგორც ლარში ასევე უცხოურ ვალუტაში თბილისის წილი 73.9%-ს შეადგენს, აჭარის - 8.7%-ს და იმერეთის 4.9%-ს. გურიის, მცეთ-მტიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ჯამური წილი 0.6%-ზე ნაკლებია.

მთლიანი შიდა პროდუქტის 45% და უცხოური ინვესტიციების 70%-იც თბილისში ფორმირდება, დედაქალაქში, სადაც ოფიციალურად მოსახლეობის 32%, რეალურად კი ნახევარზე მეტი ცხოვრობს, მაშინ როცა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის წილი 0.8%-ზე ნაკლებია.


მოსახლეობის არათანაბარ გადანაწილებას განსხვავებული მსყიდველობითუნარიანობაც ემატება. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ თბილისში უცხოური ვალუტით აღებული სესხების წილი ლართან შედარებით 18.4%-ით მეტია. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებსაც 200 000 ლარის ან უფრო დიდი მოცულობის სესხის მომსახურება შეუძლიათ თბილისში ცხოვრობს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up