საბანკო და სამშენებლო რეგულაციები, ბიუროკრატია - პრობლემები, რაზეც მენაშენეებმა  პრემიერთან ისაუბრეს

საბანკო და სამშენებლო რეგულაციები, ბიუროკრატია - პრობლემები, რაზეც მენაშენეებმა პრემიერთან ისაუბრეს

access_time2019-10-11 18:00:37

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტურიზმისა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დღეს სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. „ყველანაირი დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე თქვენ მე მეუბნებით, კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ“- - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებისას.


გახარიას თქმით, მას ესმის, რომ საბანკო თუ სხვა სახის რეგულაციებმა სამშენებლო სექტორს გარკვეული პრობლემები შეუქმნა და სადაც პრობლემების სწრაფად გადაჭრის რესურსია, პრობლემები სწრაფად უნდა გადაიჭრას და ასევე სისტემური პრობლემების მოგვარების გზები დაისახოს.


კონკრეტულად რა პრობლემები დაასახელეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე?„კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ბიზნესმენები ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლნენ, რადგან განაცხადეს, რომ შეხვედრა მოთელვითი ხასიათის იყო, თუმცა, დროული და სასარგებლო. მენაშენეებს იმედი აქვთ, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც დარგს გააჯანსაღებს.


დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ აცხადებს,რომ პრემიერთან საუბარი თითოეული ქეისის დონემდეც კი იყო, რაც მისასალმებელია. მისი განმარტებით, პრემიერმა  მზადყოფნა გამოთქვა  დაეხმაროს ბიზნესს იმ საკითხების მოგვარებაში,რაც კანონმდებლობაში ჯდება.


„ვერ შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხოება  და ის, რაც ჩვენც ვიცით,რომ მისი არსებობა აუცილებელია. ერთ-ერთი ასეთია სახანძრო უსაფრთხოება და ზოგადად, სამშენებლო სექტორში არსებული  უსაფრთხოება“-აცხადებს წაქაძე.



მისივე განმარტებით, არის რეგულაციების გარკვეული კატეგორია, რომლის დარეგულირებაც არ არის რთული.კანონია უბრალოდ ჩასასწორებელი. ეს კი გამოიწვევს თვითღირებულების შემცირებას. ერთ-ერთი ასეთია-პანდუსის ჩასასმელის ზომა და ასე შემდეგ.


„საუბარი იყო საბანკო რეგულაციებზეც. პრემიერი ეროვნული ბანკის მმართველი ხომ არ არის? ის შეგვპირდა, რომ ამ საკითხსაც განიხილავს და თუ შეიძლება მისი შეცვლა/შერბილება, შეარბილებს. პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ თითოეულ მასთან მიწერილ წერილზე ინტერნეტით იქნება ეს თუ სხვა არხებით, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში იქნება რეაგირება“-აცხადებს წაქაძე.


სამშენებლო კომპანია რედკოს პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური სექტორში არსებულ გამოწვევებზე ipn-თან საუბრობს და ძირითად პრობლემად გადაწყვეტილებების მიღების დროულობასა და საკანონმდებლო რეგულაციებს ასახელებს.


როგორც მან პრემიერ-მინისტრთან სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, უხერხული არაა, რომ რეგულაციები, რომლებსაც უარყოფითი ეფექტი აქვთ, გაუქმდეს.


პრობლემებია გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. გადაწყვეტილებების დროული მიღებაა მნიშვნელოვანი და საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შეიძლება ბევრი მიმართულებით ქმნიდეს პრობლემებს და კარგი იქნება თუ ერთობლივად მივიღებთ ხოლმე ამ გადაწყვეტილებებს და იმ გადაწყვეტილებებმა, რომლებმაც პრობლემები გამოიწვია, შემდეგ უკან დავაბრუნოთ, ეს სრულად არაა უხერხული. საბანკო რეგულაციების საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ერთი პერიოდი ვაკუუმური სიტუაცია შექმნა გაყიდვების თვალსაზრისით. დღესდღეობით ეს საკითხი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, თუმცა ბოლომდე არაა დღის წესრიგიდან მოხსნილი. ამასთან, ცხადია, რომ სწორი მშენებლობის სტანდარტთან და უსაფრთხოების ნორმებთან პრეტენზია არავის აქვს, თუმცა ,ის საკითხები, რომლებმაც პრობლემები გამოიწვია დროისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, ეფექტურად უნდა გადაიჭრას, - განაცხადა კუნელაურმა.


სოფო ქსოვრელი 






მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-13 21:00:13
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებარე ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პროექტის სრულ გაუქმებას ითხოვენ. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილისთვის თავად ჰესი...


მსგავსი სიახლეები

up