საბანკო ასოციაცია: შიდა განვადებებთან დაკავშირებით ტექნიკის მაღაზიებს სიფრთხილე მართებთ

საბანკო ასოციაცია: შიდა განვადებებთან დაკავშირებით ტექნიკის მაღაზიებს სიფრთხილე მართებთ

access_time2019-05-14 09:10:45

საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ტექნიკის მაღაზიებს შიდა განვადებებთან დაკავშირებით სიფრთხილე მართებთ.


მისი თქმით, მათ ე.წ. საბანკო რეგულაციების ამოქმედებამდეც ჰქონდათ პროგნოზი, რომ ბაზარზე მსგავსი ტიპის სერვისი გამოჩნდებოდა.


“აღნიშნული პორტფელი ატარებს ზუსტად იგივე რისკს, როგორსაც ატარებს საფინანსო ინსტიტუტი, უბრალოდ, აქ უნდა ავწონოთ ის, რომ საფინანსო ინსტიტუტი არის პროფილური, სესხის გამცემი ორგანიზაცია, ხოლო შიდა განვადებები არის ახალი ხილი არასაფინანსო ინსტიტუტებისთვის. მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ... მაგრამ ეს რომ გამოსავალი იქნებოდა, ამაზე საუბარი გვქონდა არა - დღეს, არამედ გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ველოდებოდით რეგულაციების შემოსვლას. ასევე გაჩნდა სხვა მიმართულებები, გაქირავებები და ა.შ.”,- აცხადებს ძნელაძე.


შეგახსენებთ, ტექნიკის მაღაზიების ნაწილი შიდა განვადების სისტემის ამოქმედებაზე ფიქრობს. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც იანვრიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა და საფინანსო ინსტიტუტებს ფიზიკურ პირებზე შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა აეკრძალათ.


BM.GE 






ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up