საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს

access_time2021-02-19 15:00:00

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის შემთხვევები გახშირდა. კიბერდამნაშავეები ახალ სქემებს მიმართავენ, რის გამოც იზრდება დაზარალებულთა რაოდენობაც.
ამჯერად, გვსურს, ინფორმაცია მოგაწოდოთ ახალი სქემის შესახებ, სადაც დაზარალებულები კრიპტოვალუტით მოვაჭრეები, ასევე ის მომხმარებლები არიან, რომლებიც საბანკო ანგარიშებს ფლობენ“ - ამის შესახებ ინფორმაციას საბანკო ასოციაცია ავრცელებს.



„კერძოდ, აღნიშნული სქემის მიხედვით, კიბერთაღლითი კრიპტოვალუტით მოვაჭრეს Telegram-ის Messenger-ით ან საეჭვო რეპუტაციის მქონე სხვა სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით უკავშირდება და მას კრიპტოვალუტის ყიდვაზე უთანხმდება. შეთანხმების შემდეგ, თაღლითი მსხვერპლის ანგარიშიდან, მისი ნებართვის გარეშე, თანხას კრიპტოვალუტით მოვაჭრის ანგარიშზე რიცხავს და მისგან ყიდულობს შესაბამისი მოცულობის კრიპტოვალუტას. ამ თაღლითურ სქემაში დაზარალებული მხარეა როგორც მომხმარებელი, რომლის ანგარიშიდან თანხის უკანონოდ გადარიცხვა ხორციელდება, ისე კრიპტოვალუტით მოვაჭრე, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ჩარიცხულ საეჭვო თანხას გადმომრიცხავი პირის ანგარიშზე აბრუნებს.



სქემის მიხედვით, კიბერთაღლითები Google-ის საძიებო სისტემაში თაღლითური ვებ-გვერდებსაც არეკლამებენ და ამ გზით ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას. ასეთი ყალბი გვერდების მისამართები ხშირ შემთხვევაში მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, ყალბ ვებ-გვერდზე მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით კი, ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.



იმისათვის, რომ კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან მაქსიმალურად იყოთ დაცულები, გთხოვთ, გაითვალისიწინოთ კიბერჰიგიენის წესები:




• არ ენდოთ საეჭვო ან უცნობ პირებს, რომლებიც კრიპტოვალუტის შეძენის მიზნით გიკავშირდებიან;
• გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ პირი, რომლისგანაც თანხა გერიცხებათ და ვისაც მიყიდეთ კრიპტოვალუტა, ნამდვილად ერთი და იგივე პირია;
• არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი;
• ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ.
• ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ ვებგვერდის მისამართი
• მობილური მოწყობილობიდან ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.



გაითვალისწინეთ, რომ კიბერთაღლითები თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობენ თქვენს მოტყუებას. ამიტომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up