საბაჟოებზე ტვირთი 1 დღის ნაცვლად 1 საათში გატარდება – ახალი შეთანხმება თურქეთთან

საბაჟოებზე ტვირთი 1 დღის ნაცვლად 1 საათში გატარდება – ახალი შეთანხმება თურქეთთან

access_time2021-07-07 15:55:43

საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში დღეს, 7 ივლისს გაიმართა, რომელზეც ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“. დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ რიზა თუნა თურაგაიმ მოაწერეს ხელი.


რას გულისხმობს შეთანხმება, რომელიც 2 ქვეყანას შორის გაფორმდა

 

ამიერიდან ქართველი და თურქი მებაჟეები ინფორმაციას ელექტრონულად გაცვლიან, რაც ტვირთის გატარებას საზღვარზე ერთი დღიდან  ერთ საათამდე შეამცირებს. შემოსავლების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობას.


„ერთობლივი საბაჟო კომიტეტის ფორმატში გვქონდა შეხვედრა. სადაც განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. თურქეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაკავშირებს ძალიან სწრაფად მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად მოხდეს საბაჟო პროცედურების განხორციელება. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლის სისტემებზე, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრის უსაფრთხოებას და ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონულ ფორმატში მიწოდების შესაძლებლობას. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“.

საბაჟო დერეფანში იქნება ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ელექტრონული სისტემების მეშვეობით, სადაც მოხვდება წონის შესახებ ინფორმაცია, ფიტოსანიტარული სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია, ინვოისების წინასწარი ურთიერთგაცვლა  ელექტრონულ ფორმატში. ამას არ დასჭირდება დრო. წამიერად იქნება როგორც ჩვენი, ისე თურქეთის მხრიდან ხელმისაწვდომი.

მაგალითად, დღემდე ინფორმაციის გაცვლას ერთი სამუშაო დღე სჭირდება. ამ ღონისძიებების შემდეგ ეს იქნება წამიერად  – ერთდროულად ნახავს ორივე მხარე ერთმანეთის ინფორმაციას“, – თქვა შეთანხმებაზე საუბრისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.



თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თუნა თურაგაის თქმით, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.


„ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ინფორმაციის გაცვლა და პროცედურების გამარტივება. ეს თავისთავად ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიზარდოს ტრანსპორტის მიმოსვლა.

სარფის საბაჟო არის ის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სადაც ყველაზე მეტი ტვირთის მიმოქცევა ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაზრდის არსებულ მონაცემებს. დღეის მდგომარეობით დღიურად 500-470 ტრაილერის გატარება ხდება.  ჩვენი მიზანია, ამ შეთანხმების საფუძველზე დღიურმა გამტარუნარიანობამ 700-მდე მიაღწიოს.

ჩვენ უმოკლეს დროში განვახორციელებთ ამ პროექტს. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შეადგენს 1.8 მილიარდ დოლარს, ხოლო ჩვენი პრეზიდენტის და თქვენი პრემიერ-მინისტრის დასახული მიზანი არის 3 მილიარდი დოლარი და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ციფრს მალე მივაღწევთ,“ – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ.


ახალი სისტემა უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

 

Batumelebi.netgazeti.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up