ყოფილი მაღალჩინოსანი ზვიად შავიშვილი ორბელიანის მოედანზე სასტუმროს აშენებს

ყოფილი მაღალჩინოსანი ზვიად შავიშვილი ორბელიანის მოედანზე სასტუმროს აშენებს

access_time2019-08-19 11:30:41

5 სართულიან სასტუმრო აშენდება თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ორბელიანის მოედანის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩაზე,  რკინიგზის საბაჟოს  ყოფილი უფროსი ზვიად შავიშვილი დაახლოებით 20- ნომრიან სასტუმროს ააშენებს.  მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 2 აპრილს გაიცა.



არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საპროექტო შენობის პირველი სართული  ქუჩის მიმართულებით  მაქსიმალურად გახსნილია  და  ქუჩას  პატარა გამწვანებულ ეზოსთან აკავშირებს.  ფასადი შეადგენს ულტრა გამჭირვალე, ლოკალურად დაბურულ, ორმაგ მინაპაკეტს.


შენობის მიწის პირა სართული შესრულებულია აგურის მოპირკეთებით და პანორამული დასაკეცი კარებებით, რომელიც იკეცება ღობის ცალ მხარეს და მაქსიმალური გახსნილობის საშუალებას იძლევა. შენობის შემდგომი სართულები შესრულებულია ბეტონის მონოლითური კონსტრუქციით და შედგენს  სამ პლასტს, რომელიც დინამიურად აგრძელებს მეზობელი შენობის პროპორციებს .



გამწვანდება მოხდება სუროს სხვა და სხვა სახეობების   მარადმწვანე და მოყვავილე სუროსებრი ოჯახის მცენარეებით.  ასევე იგეგმება გამწვანებული კედლის მოწყობა. სასტუმროს კონცეფცია ითვალისწინებს ინტერიერის და ექსტერიერის მაქსიმალურ გამწვანებას.

 

www.companyinfo.ge -ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ზვიად შავიშვილი შპს პრიმა-დიღომის 40.00%-ს ფლობს ასევე შპს თოლიას 53.00%-ს და შპს თიემ ჯგუფის 100.00%-ს.



ბაჩო ადამია





„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...


მსგავსი სიახლეები

up