საბაჟო მონიტორინგი - ღალატის ზღვარზე  - აბაშიძე-კარასინის ფორმატი

საბაჟო მონიტორინგი - ღალატის ზღვარზე - აბაშიძე-კარასინის ფორმატი

access_time2019-03-17 10:00:04

გასულ კვირას პრაღაში ჩატარდა აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი შეხვედრა, რომელიც ჩაივლიდა ისევე როგორც სხვა დროს - თითქმის შეუმჩნევლად - რომ არა რამდენიმე ფაქტორი.

პირველი, და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროპაგანდისტული კამპანია რუსულ მას-მედიაში  - ერთი მეორეს მიყოლებით გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა საბაჟო მონიტორინგის პუნქტების დაყენებას დე ფაქტო საზღვარზე - ენგურზე და გორთან.

ფაქტიურად, ეს ნიშნავს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დღევანდელი საზღვრის, და აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს არის პირდაპირი სახელმწიფო ღალატი, და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამას მოაწერს ხელს, დაასრულებს სიცოცხლეს ციხეში.

თბილისში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, თუმცა, ეჭვები მაინც დარჩა, რადგანაც ქართულ მხარეს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება პრინციპულ საკითხებში  - თუმცა, ამ თემაში არ არსებობს საზღვრებზე პრინციპული საკითხი, ყველაფერი დანარჩენი  - მეორეხარისხოვანია.

მაშ, რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი, რომელ ძირითად პრინციპებზეა საუბარი?

სიმძაფრე შემატა შეხვედრას ასევე კარასინის დაუფარავმა მუქარამ - „თუ წესიერად არ მოიქცევით - გელით უსიამოვნო სიურპრიზები“.. არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუზუსტებია - რომელ სიურპრიზებზეა საუბარი?

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დასრულდა რეზონანსული გადაწყვეტილებების გარეშე - საბაჟო არ დადგა ენგურთან, და არც რუსებს გამოუცხადებიათ ეკონომიკური ემბარგო.

გაურკვევლობა ვერ გაფანტა აბაშიძეს სტუმრობამ პარლამენტში, სადაც მან გაიმეორა ყველაფერი ის, რასაც მუდმივად ლაპარაკობს სხვასხვა ინტერვიუებში და საჯარო გამოსვლებში.

თუმცა, ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულია ამ საკითხისადმი საფუძველში არასწორი დამოკიდებულება - თითქოს და არის ამ შეთანხმების რეალიზების 2 ვარიანტი - კარგი და ცუდი.

კარგი გულისხმობს შვეიცარიული კერძო კომპანიის მიერ საქართველო რუსეთის იურიდიულად აღიარებულ საზღვრებზე კონტროლს, ცუდი კი - იგივე გამშვები პუნქტების გახსნას დე ფაქტო საზღვრებს, რაც, გავიმეორებ, ნიშნავს ღია და დაუფარავ სახელმწიფო ღალატს.

სინამდვილეში კი დანაშაულია და სახელმწიფო ღალატია საერთოდ ამ თემაზე საუბარი  - „კარგი ვარიანტიც“ თითქმის ისეთივე ღალატია, როგორც ცუდი, რადგანაც გულისხმობს იმას, რაზეც არ წავა ღირსების მქონე არც ერთი ქვეყანა - გაურკვეველი უცხოური კომპანიისთვის თავისი ერთ-ერთი წმინდათა წმინდა მოვალეობის  - საზღვრის კონტროლის - გადაბარება.


საერთოდაც გაუგებარია - საიდან და რატომ ამოტივტივდა ეს, თითქმის დავიწყებული თემა, ვის გაახსენდა და რატომ?

ხელისუფლების მთავარი არგუმენტი სასაცილოა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - „სააკაშვილმა მოაწერა ხელი, და ჩვენ იძულებულები ვართ შევასრულოთ“..

ერთი გამახსენეთ - ეს ის ხელისუფლება არაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს წინამორბედის ჯინაზე? საიდან, როდის აქეთ  - ასეთი ერთგულება წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი? რაღა მაინც და მაინც ამ საკითხში, რომელიც გადის სახელმწიფო ღალატის ზღვარზე?

რაც შეეხება წინა ხელისუფლებას - აქაც, მათზე გადაბრალება არასწორია. გასათვალისწინებელია რატომ და რისთვის მოეწერა ხელი ამ შეთანხმებას. ეს მოხვდა იმის გამო, რომ დასავლეთს სურდა რუსეთს შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, და ბოლო წინაღობა იყო საქართველო, რომელის მოითხოვდა შეუძლებელს - ქართული საბაჟოს დაყენებას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რუსეთთან.

საბოლოო ჯამში ვიღაცამ მოიფიქრა მოდელი, რომელიც ერთი შეხედვით აძლევდა ქართულ მხარეს სახის შენარჩუნების საშუალებას - შვეიცარიული კერძო კომპანია საქართველოს ხელისუფლების სახელით დგება საზღვარზე ტვირთების გასაკონტროლებლად.  საქართველოც კმაყოფილია, რუსეთიც მსო-ში, დასავლეთიც გახარებულია,მოკლედ ყველა ბედნიერია..

ეს იყო  შეთანხმება, რომელიც დაიდო ისე, რომ არც ერთ მხარეს იდეაშიც არ ჰქონდა მისი რეალიზება - მოაწერეს ხელი და დაივიწყეს მეორე დღეს. ამ დოკუმენტის მიზანი იყო არა საზღვრების გაკონტროლება, არამედ რუსეთის შეშვება მსო-ში. მიზანი შესრულდა, და „საბაჟო მონიტორინგიც ყველას დაავიწყდა..

რატომ და ვის გაახსენდა ეს ფორმალურად ხელმოწერილი ფარატინა ქაღალდი 6 წლის შემდეგ? პასუხი ამ კითხვაზე ჯერაც გაურკვეველია.

საბოლოო ჯამში არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა - რომელი ვარიანტი გაიმარჯვებს- ღია ღალატი თუ ფარული. საზღვრის კონტროლი ცალსახად არის სახელმწიფოს ვალდებულება, და მისი ჩანაცვლება უცხოური კერძო კომპანიით - დაუშვებელია - იქნება ეს ენგურზე თუ ფსოუზე.  თუ სახელმწიფი ვერ აკონტროლებს საზღვარს - ნუ აკონტროლებს, მაგრამ ამის ოფიციალური აღიარება და ნორმად ქცევა - სწორედ ესაა ღალატი თავისთავად.

ანდა ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ - შვეიცარიელები - თუნდაც ფსოუზე და როკის გვირაბთან - მოწესრიგებული, სუფთად გაპარსული, პედანტური შვეიცარიელი დამკვირვებლები - და მათთან გვერდით - ველური ოსი-აფხაზი მესაზღვრეები, და მსოფლიო ჩემპიონები მოქრთამვაში და სხვადსხვა თაღლითურ სქემებში - რუსები..

შემიძლია წინასწარ გითხრათ - ეს იქნება საცოდაობა. შვეიცარიელებს ან მოისყიდიან, ან აბუჩად აიგდებენ - გახდიან დასაცინად. მოიყვანენ საზღვარზე როდესაც აწყობთ, და პანღურით გააგდებენ, როდესაც ჩათვლიან საჭიროდ.

ვინმეს წარმოუდგენია, რომ შვეიცარიელები აჯობებენ თაღლითობის ოსტატებს მათ ტერიტორიაზე და მათი თამაშის წესებით?

ასეა თუ ისე, ამ საკითხში არის ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება - დიდი ბოდიში მეზობელ სომხეთთან, რომელიც იტანჯება უგზოობით, მაგრამ ყოველგვარი მოლაპარაკებები ამ თემაზე საერთოდ უნდა შეწყდეს.

როდესაც გეუბნებიან - მარჯვნივ წახვალ - მოგკლავენ, მარხცნივ წახვალ - ფეხებს მოგტეხავენ, ერთად-ერთი სწორი გზაა - იარო პირდაპირ..


თენგიზ აბლოთია

 


თეგები:
რუსეთი



#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...

ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება

ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება
access_time2020-07-16 11:00:55
„ღვინის ინდუსტრიის დიდი ნაწილი მუშაობს ხარისხზე და ქართული ღვინის მაღალ ფასიან სეგმენტში აყვანას ცდილობს. პირობითად რომ ვთქვათ, მათ უნდათ, რომ 1 მილიონი ბოთლი გაყიდონ 10 დოლარად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღვინის „გაბევრებით“ არიან დაკავებული. ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს ეჯახება. მე პირადად შეთავაზებული მაქვს ინსტრუმენტები, რაც ხარისხის კონტროლის პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩარევას გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ საკითხის მუდმივი გადავადება ხდება“, - ამის შესახებ „ისთ გეით...


მსგავსი სიახლეები

up