საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2020-09-28 13:36:07

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


შეხვედრაზე მხარეებმა, ახალი კორონავირუსით (covid 19) გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს. ამასთან, დეპარტამენტის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია covid 19-ით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შემუშავებული ახალი, გამკაცრებული რეგულაციები გააცნო.


საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ვირუსის მართვის კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწრაფად მოხდეს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა, რაც შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.


,,მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, მყისიერად ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება, რომელშიც კოორდინირებულად მონაწილეობს სხვადასხვა უწყება,“ - განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა.


ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 23-25 სექტემბრის მონაცემებით, მიზნობრივი ტესტირება (PCR ტესტი) ჩაუტარდა 228 მებაჟე ოფიცერსა და თანამშრომელს. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსით ინფიცირება 3 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტარი სრულად გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.



შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები მერაბ არახამია, კახაბერ ბარამია, ელგუჯა ბერანძე, კიაზო ახალაია, ანზორ ერგეშიძე და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.


შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up