რედკო - ახალი გუდაურის მშენებლობას არ შევაჩერებთ, თუმცა უფუნქციოდ დარჩენილი აპარტამენტების შენახვა 3 მილიონი ლარი გვიჯდება

რედკო - ახალი გუდაურის მშენებლობას არ შევაჩერებთ, თუმცა უფუნქციოდ დარჩენილი აპარტამენტების შენახვა 3 მილიონი ლარი გვიჯდება

access_time2021-01-18 11:00:09

საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, ზამთრის კურორტების გახსნა კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ 1-ელ თებერვლამდე გადაიდო. COVID-19-ის გამო ბაკურიანში,  გუდაურში, გოდერძის უღელტეხილზე და სვანეთში საბაგიროები გაჩერებული იქნება, სასტუმროებს კი უფლება აქვთ იმუშაონ მხოლოდ საკარანტინე/კოვიდ სივრცეებად.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა სამთო-საღხილამურო კურორტ გუდაურში აპარტამენტების გაქირავების კუთხით. დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ხელმძღვანელის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, გუდაურში აპარტამენტების დაჯავშნაზე მოთხოვნა არ არის და ვერც იქნება, რადგან ბაკურიანისგან განსხვავებით, გუდაური სრულად სათხილამურო კურორტია და დამსვენებლები იქ ძირითადად სწორედ ამისთვის  ჩადიან.


„აპარტამენტების გაქირავება და დამსვენებლების მიღება გუდაურში არ არის აკრძალული, მთავრობის გადაწყვეტილება მხოლოდ სასტუმროებს შეეხო, თუმცა პრობლემა  ჩვენც შეგვექმნა,რადგან აიკრძალა სასრიალო ტრასების და საბაგიროების მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარ სპეციფიურ კურორტზე, სადაც ძირითადად  ამისთვის ადის დამსვენებელი, აპარტამენტებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია, შეიძლება ითქვას რომ თითქმის არ არის. გარდა ამისა არ არის სარესტორნო თუ სხვადასხვა სახის მომსახურება. საბაგიროების უმოქმედობის შემთხვევაში, გუდაურში არსებული ყველანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა ჩერდება, ეს იქნება სასტუმრო, აპარტამენტი თუ სხვა.

 

ზამთრის სეზონიდან თუ ამ პერიოდს ამოიღებ, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები წლევანდელი სეზონისთვის არ და ვერ დაიგეგმებიან, რადგან აპარტამენტების გაქირავება ასე არ ხდება, ჯავშნების გაკეთება წინასწარაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელები ვერ ჩამოდიან, ქართველებიც ბევრად უფრო ადრე გეგმავენ სად დაისვენონ, როდესაც უკვე დამდგარ ზამთრის სეზონზე 2 თვეს ამოგლეჯ, ჩათვალეთ, რომ თებერვალში რომც გაიხსნას, ზამთრის სეზონი მთლიანად დაკარგულია. გარდა ამისა ჯერ ისიც არ ვიცით, თებერვლიდან რა გველოდება. ამიტომ მთავრობამ მაქსიმალურად მალე უნდა მოხსნას შეზღუდვები და იზრუნოს ტურიზმის აღდგენაზე“, - აღნიშნავს მალხაზ კუნელაური.

 


„რედკოს“ ხელმძღვანელმა, არსებულ ვითარებაში გუდაურში აპარტამენტების ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მესაკუთრეები ბინებს ვერ აქირავებენ, კომუნალური ხარჯების დაფარვა კომპანიას უწევს, რაც სეზონის განმავლობაში 3 მლნ. ლარამდე ჯდება.

 

„შენობები, სადაც აპარტამენტებია განთავსებული, აღჭურვილია ცენტრალიზებული გათბობის სერვისებით. ინდივიდუალურად ამის გამორთვა ვერ ხერხდება და არც შეიძლება იქ არსებული მკაცრი კლიმატური პირობების გამო. ამიტომ ჩართული უნდა იყოს გათბობაც და ცხელი წყალიც. წლიურად ეს თანხა ერთ აპარტამენტზე, დაახლოებით, 950 დოლარს შეადგენს. ამის გადახდის ადმინისტრირებას ახდენენ მესაკუთრეები აპარტამენტების გაქირავებიდან, მაგრამ თუ ვერ აქირავებენ, ამ თანხის გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევთ, რაც დღეისთვის მოქალაქეებისთვის ძალიან რთული შესასრულებელია, ამიტომ ამ ხარჯების გაწევა ამ დროისთვის უწევს კომპანიას, რისი რესურსიც არ გვაქვს. კომუნალური გადასახადების ნაწილში ხარჯი ზამთრის განმავლობაში დეკემბრიდან მარტამდე 3 მლნ ლარამდეა“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

 

თუმცა მიუხედავად რთული 2020 წლისა და არაპროგნოზირებადი მიმდინარე სეზონისა, მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ „რედკო“ გუდაურში მშენებლობას არ წყვეტს და გეგმის მიხედვით მიყვება, თუმცა სამომავლოდ ახალი პროექტების რაოდენობა ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება.

 

„2020 წელს მიუხედავად პანდემიისა გუდაურში ორი ახალი შენობა, სასტუმროს ტიპის აპარტამენტი უკვე დავასრულეთ, მიმდინარე წელსაც გუდაურის სამშენებლო განვითარების გეგმა ისევ ძალაში რჩება და მოთხოვნის მიხედვით ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ. პანდემიამ ხელი შეუშალა ახალი გუდაურის განვითარების ტემპს, მაგრამ ვეცდებით, რომ პროექტი დარჩენილ 3-4 წელიწადში მთლიანად დავასრულოთ. გუდაურის  ეს  ლოკაცია მთლიანად  პატარა დასასვენებელი ქალაქი იქნება დასრულებული თავისი  შიდა  გზებით, ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ობიექტებით, კლუბებითა და რესტორნებით.  ნაწილი უკვე დასრულებულია.

 

არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა, გუდაურში ყველა მიმდინარე პროექტი შეუფერხებლად მიდის.  რაც შეეხება ახალი პროექტების მოცულობებს და  რაოდენობებს,  რამდენს დავიწყებთ მიმდინარე წელს, იმის მიხედვით, გადავწყვეტთ თუ რა მოთხოვნა  იქნება  ბაზარზე,“ - განაცხადა „რედკოს“ ხელმძღვანელმა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up