საბა კიკნაძე - ამ რაოდენობით რუსების ჩამოსვლა, ტურიზმი არაა, ეს ექსპანსიაა

საბა კიკნაძე - ამ რაოდენობით რუსების ჩამოსვლა, ტურიზმი არაა, ეს ექსპანსიაა

access_time2022-08-06 19:00:15

ამ რაოდენობით რუსების ჩამოსვლა, ტურიზმი არ არის, ეს ექსპანსიაა. ეს ხალხი პრაქტიკულად სახეს უცვლის ქართული ტურიზმის ეთიკასაც და კულტურასაც და მომავალში დიდ დარტყმას მოგვაყენებს, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედება საშუალებას მოგვცემს ვნახოთ რეალურად ვინ შემოდის ტურისტული მიზნით და რამდენია ტურიზმის ინდუსტრიის რეალური სარგებელი. 




„ავიღოთ მცირე ან საშუალო დონის სასტუმრო, რომელიც დღეს რუსული ტურიზმით ბედნიერად გრძნობს თავს. რას იზამს იმ შემთხვევაში, პუტინმა გზა რომ ჩაკეტოს და ისე გააკეთოს, რომ საქართველოში რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ. რას იზამს ჩვენი სასტუმროები ამის შემდეგ, როდესაც დაკარგული ექნებათ წელი და საერთაშორისო მარკეტინგული უნარები. თუ მთელი ცხოვრება რუსეთის შიდა ტურიზმის ნაწილი უნდა ვიყოთ?! ამიტომ, ეს არ არის პოლიტიკა და ქსენოფობია, ეს არის პრაგმატული მიდგომა. ტურისტების რაოდენობა გაწონასწორებული და დაბალანსებული უნდა იყოს. ეს პრაქტიკა 2018-2019 წლებში დიდი იყო. ახლა ასე აღარ არის და არეულია. ფული კარგია, მაგრამ რის ფასად?!“, - აცხადებს საბა კიკნაძე.




მისივე თქმით, ბათუმი სავსეა რუსებით, რის გამოც საერთაშორისო ტურიზმს საქართველოში საფრთხე ექმნება.




„ბათუმში ვერ უნდა ჩავიდეს ფრანგი, ან გერმანელი და ბრიტანელი ტურისტი? ვერ ჩავა, იმიტომ რომ გადატენილია რუსებით“, - დასძინა მან.




ამასთან, როგორც საბა კიკნაძემ აღნიშნა, სულ სხვაა რუსული ტურიზმის მოთხოვნა და სხვაა საერთაშორისო ტურიზმის მოთხოვნები.




ცნობისთვის, მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში 90 000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რუსეთს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის პირველი ადგილი უჭირავს.

ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge-ი ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up