საბა ბუაძე - „ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე 3 წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან

საბა ბუაძე - „ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე 3 წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან

access_time2021-11-30 13:40:00

„საქართველოში სათამაშო ბიზნესით დერეგულაციით გამოწვეული ზიანი დიდი ხანია ჩვენი საზოგადოების მწვავე პრობლემას წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, ზოგადი მოსახლეობის 10% თვეში ერთხელ მაინც თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაკვეთით 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა 20% გადაჭარბებულად თამაშობს აზარტულ თამაშებს“ – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ლელო 2020 წლიდან მოყოლებული ითხოვდა აზარტული თამაშების რეგულირებას და ამ სფეროში სამართლიანი და გამჭვირვალე საგადასახადო პოლიტიკის დაწესებას. ამ მიმართულბით საქართვლოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და მზაკვრული პოლიტიკური ინტერესი.



ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს გაუნახევრა მოსაკრებელი და 5 მილიონი ლარი აჩუქა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს საარჩევნო კამპანიის დროს ღარიბაშვილის მიერ საარჩევნო დაპირებად დაანონსებული კაზინოების ქალაქის მშენებლობა გონიოში. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქართული ოცნების რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ წილს სათამაშო ბიზნესში, არამედ ამ ფულით აფინანსებენ მმართველ პარტიას.



დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს აზარტული თამაშების რეკლამის სრულად აკძალვას. ამ ბიზნესიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი, სატელევიზიო მედიის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 20%-ს შეადგენს და მისი აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მედიას.




სინამდვილეში ქართული ოცნება დაინტერესებულია არა აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებით, არამედ მედიისთვის დამატებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნით. ზუსტად ამიტომ, ლელო დროულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.
ამ ინიციატივით ლელო ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა, როდესაც პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სარეკლამო ბაზარს, რომელიც სატელევიზიო მედიის შემოსავლის მთავარი წყაროა.



საქართველოში მედია გაცილებით მეტია ვიდრე ბიზნესი. პლურალისტური მედია დღეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგას. სწორედ ამიტომ არის მედია ივანიშვილის ხელისფულების სიძულვილის და თავდასხმების ხშირი ობიექტი.



ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. ამ ნაბიჯით შევამცირებთ იმ მოსალოდნელ დანაკარგებს, რომელიც პანდემიით და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით იქნება გამოწვეული. უახლოეს მომავალში ლელო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ეს შეთავაზება პარლამენტში დარეგისტრირდეს საკანონმდებლო ინიციატივის სახით“ – განაცხადა საბა ბუაძემ.



თეგები:
საბა ბუაძე



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up