არალიცენზირებული დისკის შეძენისთვის ჯარიმა 500-დან 3000 ლარამდეა, მაგრამ პრობლემა კანონის აღსრულებაშია

არალიცენზირებული დისკის შეძენისთვის ჯარიმა 500-დან 3000 ლარამდეა, მაგრამ პრობლემა კანონის აღსრულებაშია

access_time2018-07-11 18:00:55

საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე, ნაკლები ინფორმირებულობა და  კანონის აღსრულების მექანიზმების არ არსებობა — საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის გიგა კობალაძის თქმით, ეს იმ პრობლემების ჩამონათვლია რის გამოც, საქართველოში საავტორო უფლებები უმეტეს შემთხვევაში უგულველყოფილია. არადა მსოფლიოში საავტორო უფლებების დაცულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 


განვითარებულ ქვეყნებში ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, კანონი არ ირღვევა, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდა,  სოლიდურ  ჰონორარს იღებს არამხოლოდ საავტორო უფლების მქონე პირი, არამედ გადასახადების კუთხით  დიდ სარგებელს ღებულობს ქვეყნის ბიუჯეტიც.  მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრებიდან მიღებული შემოსავალი აშშ-ს მთელი ბიუჯეტის 4 %-ია. სწორედ ამიტომ საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაც მუდმივად ცდილობს საზოგადებაში ცნობიერების ამაღლებას.

 

„წლებია სხვადასხვა სახის სარეკლამო, საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო კამპანიას ვეწევით, რათა საავტორო უფლებების მნიშვნელობის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. გვაქვს დადებითი შედეგიც, რადგან აქტიური კამპანიის შემდეგ დავწინაურდით და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში პირველი ადგილიც დავიკავეთ. თუმცა პრობლემა მაინც დიდია და მთავარი გამოწვევა ისევ ცნობიერებაშია“,- განმარტავს გიგა კობალაძე.

 

კიდევე ერთი პრობლემა, რაზეც საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს, ეს კანონი და მისი ფორმალური ხასიათია. როგორც ირკვევა, საქართველოში საკანონმდებლო ბაზა სრულად შესაბამისობაშია ევროპულს, თუმცა პრობლემა მის აღსრულებაშია.

 

„ეს კანონი არის ფორმალური ხასიათის განსაკუთრებით სანქციების ნაწილში. ძალიან იშვითი შემთხვევა გვაქვს საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ფაქტის დაჯარიმების კუთხით. არადა, სადმე არალიცენზირებული დისკი რომ შეიძინოთ, ამისათვის ჯარიმა 500-დან 3000 ლარამდეა. მთელი სახელმწიფო აპარატი უნდა იყოს ჩართული (ფინანსთა პოლიცია, საბაჟო..), რათა კანონი იყოს ქმედითი. ასეთ შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევის სტატისტიკაც შემცირდებოდა“,- აღნიშნავს კობალაძე.

 

რაც შეეხება უშუალოდ ასოციაციის მუშაობის სპეციფიკასა და ციფრებს, ცნობილია, რომ ორგანიზაცია ავტორებისა და საავტორო უფლებების მფლობელთათვის აგროვებს ჰონორარს, რომელსაც ავტორი მიიღებს მისი მასალის უკანონოდ გამოყენების სანაცვლოდ. ასევე ასოციაცია გასცემს ლიზენციას საავტორო ნაწარმოების გამოყენებისთვის. აღნიშნული ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე ასოაციაციის მსგავსი ტიპის ორგანიზაციის წვერებთან მიმართებაში მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში.

 


„ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში დაარსდა 1999 წელს  და 2012 წლამდე ასოციაციის მიერ მთელი შეგროვებული ჰონორარი შეადგენდა დაახლოებით 2  მლნ. 240 ათასი ლარს. 2017 -წლისთვის კი შევაგროვეთ 4 მლნ-ნახევარზე მეტი. ეს არის კარგი ზრდის ტენდეცია, რადგან ერთის მხრივ ჰონორარს ვაძლევთ ავტორს და მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს  მოქალაქეების ქცევას საავტორო პროდუქტთან მიმართებაში. მიუხედავად გაუმჯობესებული სტატისტიკისა, რეალობა მაინც არასახარბიელოა და ვიდრე პრობლემები არ მოგვარდება, რომელზეც აქამდე ვისაუბრე, სასურველი შედეგები ვერ გვექნება“,- აღნიშნავს გიგა კობალაძე.

 

გარდა ლიცენზიისა და ჰონორარისა, საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია თავის წევრებს სასამართლო დავის მოგებაშიც ეხმარება. ძირითადად საქმე ეხება მუსიკის სფეროს, რომლიც მოცულობით ყველაზე დიდია. მას მოსდევს ფოტოგრაფია, როცა მაგალითად ავტორის ნებართვის გარეშე რომელიმე ჟურნალი მის მასალას გამოიყენებს. ასევე სიაშია ლიტერატურა და ა.შ. 2017 წლის მონაცემებით, დავების ზუსტი რაოდენობა 137 საქმეს მოიცავდა, საიდანაც უმრავლესობა ისევ წარმოებაშია. აღსანიშნავია, რომ აქამდე განხილული ყველა დავა, ასოციაციამ მოიგო.




ერთხელ ქალაქში ქარმა გაზაფხულის სურნელს სიმღერაც მოაყოლა. ზღაპრიელებს ძალიან მოეწონათ ქარის მოტანილი სიმღერა. მოეწონებოდათ, აბა რა, ისეთი მხიარული იყო, მოსმენისთანავე ყველა შესანიშნავ ხასიათზე დგებოდა. ზღაპრიელები ფიქრობდნენ, რომ ავტორი თავად გამოჩნდებოდა, ერთ დღესაც ქალაქის მთავარ მოედანზე დადგებოდა და ყველას გასაგონად იტყოდა: ეს მხიარული სიმღერა, ასე რომ მოგწონთ, ჩემი მოგონილიაო. მაგრამ დრო გადიოდა და სიმღერის ავტორი არა და არ ჩანდა“.

 

                                                                        


 ასე იწყება ახალი ზღაპარი, რომელიც ბავშვებს ქალაქ „ზღაპარიაში“ ამოგზაურებს და თანაც ერთ „ბავშვურობისგან“ განსხვავებულ, ძალიან „დიდურ“ ამბავს ასწავლის. ზღაპრის მთავარი პერსონაჟი ჭიამაია „მემე“ ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე საავტორო უფლებების შესახებ უყვება და ცდილობს  ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია პატარებმა თავიდანვე შეიცნონ და გაიაზრონ. სპეციალურად დაწერილ ზღაპარს სულ მალე, სექტემრბიდან, საქართველოს ყველა სკოლასა და საბვშვო ბაღში ასწავლიან.


როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, განვითარებული ქვეყნების მაგალითი საქართველომაც გაიზიარა და  გადაწყვიტა საბავშვო ასაკიდანვე იზრუნოს საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ეს იმიტომ, რომ დღეს აღნიშნული მიმართულების ყველაზე დიდი გამოწვევა ინფორმირებულობის დაბალი დონეა.

 


დღეს საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში გაწევრიანებულია 1800 ადგილობრივი წევრი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მუსიკა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, კინო, დიზაინი და ა.შ.

 

 

 

სალომე ლემონჯავა





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up