საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილი და მიმდინარე ტენდერები გააცნო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილი და მიმდინარე ტენდერები გააცნო

access_time2020-06-30 14:00:17

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამშენებლო კომპანიებს, მიმდინარე და ივლისის თვეში გამოსაცხადებელი ტენდერები გააცნო. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.


ტენდერების რაოდენობა 54-ს შეადგენს და მათი ჯამური საორიენტაციო ღირებულება 323 მილიონი ლარია. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, წინასწარ გაცნობოდნენ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს, რათა უკეთ შეძლონ მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 54 ტენდერიდან 16 მიმდინარეა, ხოლო 38 ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია ეტაპობრივად ივლისის ბოლომდე.



დაგეგმილ 38 ტენდერში შედის 26 სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ტენდერი 76 მილიონი ლარის ღირებულების და 12 სართაშორისო, საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი პროექტი - საორიენტაციო ღირებულებით 124 მილიონი ლარი.



მიმდინარე და დაგემილი ტენდერები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს როგორიცაა 11 გზის რეაბილიტაცია გურიაში, იმერეთში საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით 2 მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, ზომლეთი-ხიხაძირის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 20 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.




„საშუალო აქტიურობა, თითოეულ ტენდერში 4-დან 5 კომპანიამდე დაფიქსირდა, რაც ბუნებრივია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპანიების ზრდასთან ერთად კონკურენციის ზრდა აქტუალური იქნება.



6 თვის მონაცემებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დამტკიცებული 6 თვის გეგმა არა მხოლოდ შესრულდა, არამედ რეალურად გვაქვს იმის მოლოდინი რომ გადაჭარბებით იქნეს შესრლულებული, რაც რა თქმა უნდა ჩვენი აქ დამსწრე და სხვა კოლეგების ყველასი ერთად დიდი დამსახურებაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 70 კმ. მაგისტრალური გზა, რომელუც მიმდინარე წელს გახსნება არის ნამდვილად უპრეცენდენტო მოვლენა.წარმოდგენილი გეგემების და უკვე მიღწეული შედეგების ფონზე, გავქვს იმის მოლოდინი რომ 2020 წლის დარჩენილი მეორე ნახევარი იქნება პირველზე კიდევ უფრო წარმატებული“- აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.



საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესამე წელია, „ღია კარის დღეს“ ატარებს და კონტრაქტორებს წინასწარ აცნობს სატენდერო პროექტებს, რამაც ტენდერებში მეტი კომპანიების მონაწილეობა და შესაბამისად მეტი კონკურენცია უზრუნველყო. დეპარტამენტის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up