საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

access_time2020-02-23 21:30:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს,რომლის თანახმადაც დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას. ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა,-წერია განცხადებაში, რომელიც უწყების facebook-ის გვერდზე ვრცელდება.





არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up