საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

access_time2021-04-23 11:40:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


„აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების და მოწყობა მიმდინარეობს.


ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 14.6 მლნ. ლარია. ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, რომელზეც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.



ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.


პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის
access_time2021-05-14 18:00:05
ერთხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ერთ-ერთმა მრჩეველმა ცხელ გულზე განაცხადა - „იერუსალიმში ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ტუალეტსაც კი ვერ ჩადგამ“.   გარკვეულწილად ეს ასეც არის, თუმცა, გასაგებია რატომაც - იერუსალიმის საკითხი ისრაელის შიდა საქმეების კატეგორიას კარგა ხანია გასცდა და ის მთელს მსოფლიო პოლიტიკაზე მოქმედებს.   რეალურ ცხოვრებაში, ამ ქალაქის ერთიანი სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე, განცალკევებული და თითქმის ავტონომიური...


მსგავსი სიახლეები

up