საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გზებზე დაწესებული შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გზებზე დაწესებული შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი

access_time2016-01-05 10:40:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითადი გზა გაწმენდილია. 

 

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი შავია, დღის პირველი ნახევრიდან დაგეგმილია ერთადერთი არსებული შეზღუდვის - მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მოხსნა. 


აკრძალვა დაწესებული იყო პრევენციის მიზნით, რადგან ყინვის პირობებში, მისაბმელიანი მანქანების მიერ შექმნილი შეფერხების შემთხვევაში არსებობდა გზის მთლიანად ჩაკეტვის რისკი. 


აღმოსავლეთ საქართველოში გაძნელებული იყო მიმოსვლა ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზაზე, სადაც ამ დროისათვის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.


ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ 71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ104–კმ119  მონაკვეთზე (ბაკურციხე-წნორი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა   თავისუფალია.


რთული მეტეოროლოგიური პირობების - ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა შემდეგ მიმართულებებზე: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.


ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 20-კმ 30 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up