საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გამორჩეულად წარმატებული იყო 2020 წელი საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გამორჩეულად წარმატებული იყო 2020 წელი საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით

access_time2020-12-10 17:34:49

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს, რომელიც 10 დეკემბერს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.


„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების მიუხედავად, პრაქტიკულად არ გაჩერებულა საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემური პროექტები და დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, სრული დატვირთვით მუშაობდა.


გამორჩეულად წარმატებული იყო 2020 წელი საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა 1 მილიარდი 271.95 მილიონი ლარი და წლის ბოლომდე გადაჭარბებით შესრულდება პანდემიამდე დაგეგმილი ბიუჯეტი.


შესაძლებელი გახდა უპრეცენდენტოდ მასშტაბური სამუშაოს შესრულება და გაიხსნა 47 კმ. ახალი ჩქაროსნული გზა და წლის ბოლომდე კიდევ 22.3 კმ გზა გაიხსნება. საერთო ჯამში, წელს ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რაც რეკორდული მაჩვენებელია დეპარტამენტის არსებობის ისტორიაში.


ექსპლუატაციაში შესული მონაკვეთების გათვალისწინებით, 2021 წლიდან თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება.


აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტის მშენებლობა, სადაც უკვე გაჭრილია 5 ახალი გვირაბი და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება. ამ დროისათვის, სამუშაოები 96 ხიდიდან 53 ხიდზე და 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს. 2021 წელი გარდამტეხი იქნება პროექტის განხორციელებაში. საინჟინრო თვალსაზრისით რიკოთის პროექტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. პროექტის განხორციელება შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნვეყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.



2020 წლის, თავდაპირველი გეგმის შესაბამისად განხორციელდა 600 კმ-მდე, გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. მათ შორის რეაბილიტირდა ისეთი მნიშვნელოვანი გზები როგორიცაა: გორდი-ძეძილეთი, მარნეული-გუგუთი, ხორნაბუჯი-ერისიმედი, ახალქალაქი-ბავრა, წესი-ურავი, დაფნარი-ჯაპანა და მრავალი სხვა. ამასთანავე, დიდ ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში: ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულბულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.


საავტომობილო გზების დეპარატმენტი აგრძელებს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ე. წ. მთის გზების პროგრამას. 2021 წელს დასრულდება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს ბაღადათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა, შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში კი უკვე დასრულებულია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.


სამწუხაროდ, პანდემიის გამო, დეპარტამენტი წელს მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მეგზევეთა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციად ქცეული საზეიმო ღონისძიება ჩაატაროს.


გამოწვევებით სავსე წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოსთვის დეპარტამენტი მადლობას უხდის თანამშრომლებს, კონტრაქტორ კომპანიებს, ინჟინერ-პროექტანტებს და ყველა იმ უწყებას და ადამიანს რომლებმაც თავისი წვილი შეიტნეს 2020 წლის მიღწევებში.


კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგზევის პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ქვეყნის განვითარების საქმეში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას!“ – ნათქვამია მილოცვაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up