საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, აღნიშნული მონაკვეთი, გვიან შემოდგომაზე თოვლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩაიკეტა და მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.