საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საავტომობილო ზეთების იმპორტი კი შემცირდა

საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საავტომობილო ზეთების იმპორტი კი შემცირდა

access_time2022-01-18 12:50:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,86 ათასი ტონა, რაც 0,22 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,08 ათასი ტონა) შედარებით.



„2021 წლის 12 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 3,24 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,13 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი - 2,76 ათასი ტონა (14,6%); გერმანია - 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა. ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ინფლაციის ზრდასთან, რაც ავტომფლობელებს აიძულებს ზეთის დროული გამოცვლა გადაავადონ გარკვეული პერიოდით, რაც იწვევს სწორედაც ზეთის მოხმარების შემცირებას.



მათ შორის საყურადღებოა ასევე ისიც, რომ აქედან გამომდინარე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს დაბალფასიან პროდუქციას და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ სამეულში არიან ირანი, თურქეთი და რუსეთი.




2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 96,4 ათასი ტონა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (56,4 ათასი ტონა) შედარებით და 5,4 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.



მათ შორის, 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9% (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,4% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2% (1,9 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 1,6% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 1% (1 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან, 0,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან; 0,01% (0,01 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.



საავიაციო ნავთის იმპორტი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენასთან“ – ნათქვამია განცხადებაში.






„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
access_time2022-05-18 14:55:01
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის,...

სანქციების გამო „ავტოვაზი“ მუშაობას ვერ აგრძელებს

სანქციების გამო „ავტოვაზი“ მუშაობას ვერ აგრძელებს
access_time2022-05-18 19:00:07
რუსეთის მთავარი საავტომობილო საწარმო „ავტოვაზი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული დასავლური სანქციების გამო, მუშაობის განახლებასა ვერ ახერხებს. ავტოკონცერნმა მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო მუშაობას სულ მცირე 27 მაისამდე ვერ განაახლებს„ავტოვაზი“ 6 ივნისიდან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე აპირებს გადასვლას, ელექტრონული კომპონენტების მიწოდების პრობლემის გამო. მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად...


მსგავსი სიახლეები

up