„საავადმყოფოების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით, თუმცა ეს სამწუხაროდ ხარისხზე და საწოლების რაოდენობაზე არ აისახა“ - დავით სერგეენკო

„საავადმყოფოების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით, თუმცა ეს სამწუხაროდ ხარისხზე და საწოლების რაოდენობაზე არ აისახა“ - დავით სერგეენკო

access_time2020-10-01 16:40:36

„2012 წლისთვის საქართველო სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო, მას მხოლოდ მექსიკა უსწრებდა. საყოველთაო ჯანდაცვის პერიოდში საქართველოში გაიხსნა 75 ახალი კლინიკა, რომლიდანაც 12 რამდენიმე თვეში დავხურეთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ამის შემდეგაც, პირველ ადგილზე გავედით და მექსიკას გავასწარით“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.


კითხვაზე, სახელმწიფოს მიერ გაცემულმა ფინანსებმა, რამდენად შეუწყო ხელი სამედიცინო დაწესებულებების ზრდას და სამედიცინო დაწესებულებებში რამდენად სწორად მიდიოდა ამ ფულის ხარჯვა და მენეჯმენტი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მეტი ფინანსური რესურსი მიემატა, თავისი ლოგიკა ჰქონდა, იქ სადაც მეტი ფინანსური რესურსი მიემართება, დაინტერესებაც მეტია იმ ინდუსტრიის მიმართ, ესეც ლოგიკურია.



„2012 წლისთვის საქართველო სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო, მას მხოლოდ მექსიკა უსწრებდა. საყოველთაო ჯანდაცვის პერიოდში საქართველოში გაიხსნა 75 ახალი კლინიკა, რომლიდანაც 12 რამდენიმე თვეში დავხურეთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ამის შემდეგაც, პირველ ადგილზე გავედით და მექსიკას გავასწარით. მათი რეალური პოტენციალი, ჰოსპიტალების შემთხვევაში გამოიხატება საწოლების რაოდენობით, ამ პოტენციალით საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გავედით, არაფრით გამორჩეული არ ვართ, პირიქით პოტენციალი გაიზარდა, ამან მოგვცა მეტი სითამამე და მზაობა, რომ კოვიდს ასე ეფექტურად დავუპირისპირდით. ის, რომ ახალი კლინიკები გაჩნდა ბოლო წლებში - ლოგიკურია. ის, რომ სახელმწიფო ახორციელებს მონიტორინგს, რომ თანხები არამიზნობრივად არ დაიხარჯოს, ეს ვალდებულებაა. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ, რაოდენობრივად ნორმალური ვითარება გვაქვს, რაც შეეხება თვისობრივად და ხარისხობრივად, ცალკე საკითხია.


ერთი საკითხია, სამედიცინო ინდუსტრიისკენ რა ბიუჯეტი მიემართება, ხოლო მეორეა, რა მეთოდოლოგიით ხდება სერვისების ანაზღაურება. ასეთი მეთოდოლოგია რამდენიმეა მსოფლიოში, თუმცა ევროკავშირი და ავსტრალია იყენებენ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდს. ჩვენ როდესაც 2013 წელს დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, დავაფუძნეთ მეთოდოლოგია, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ პროცესების პრევენციას, რომელშიც ხელოვნურად და დაუსაბუთებლად მოხდებოდა კლინიკების მიერ სერვისების ღირებულების ზრდა. ჩვენი სისტემა არ აძლევს ამის საშუალებას. კლინიკას შეუძლია პირობითად, დააწესოს 10-ჯერ მეტი ფასი, ვიდრე არის საშუალო, მაგრამ ანაზღაურების სისტემა, აანაზღაურებს მხოლოდ საშუალო მონაცემებს და არა იმას, რაც კლინიკამ მოითხოვა. თუმცა, ასეთი სისტემა მოიცავს 2 მინუსს, რომელიც 2012-ში ვიცოდით და დავიწყეთ მუშაობა რომ ევროპული მოდელის, დიაგნოზთან შეჭიდული მეთოდის იმპლემენტაცია განვეხორციელებინა. მას 4-დან 7 წლამდე დრო სჭირდება, თუმცა მივედით უკვე ამ ეტაპამდე. გასაშუალოებული ფასები ისევ იქნება, უფრო გამოკვეთილად დასაბუთებული, მეორე, თუ კი სამედიცინო ჩარევების რაოდენობ 15 ათასია და წელიწადში 13 მილიონზე მეტი ექიმთან ვიზიტი ფიქსირდება, სისტემა ვალდებული იყო ყველა ეს შემთხვევა გაეკონტროლებინა. ახალ სისტემაზე გადასვლით 15 ათასი იკუმშება 445-მდე და ჩქარდება ბიზნეს პროცესები, 2 კვირაში იქნება შესაძლებელი ანგარიშგება. ახალი კლინიკები თუ კი გადაწყვეტენ ღირებულება აქამდე არსებული საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლი ცოტათი ზემოთ აწიონ, ახალი სისტემა ამის საშუალებას არ მისცემს. ამ სისტემაზე გადასვლა 2012 წელს დავიწყეთ პარალელურად. დაიწყო კარდიოქირურგიაში და მჯერა რომ წარმატებით გაგრძელდება“,  განმარტავს დავით სერგეენკო.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up