საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

access_time2021-05-13 13:27:21

„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში, როგორც მომხმარებლის, ისე თანამშრომლების მობილობა გაცილებით დიდია, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკიც მეტია.

 

„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა. თუმცა, ეპიდსიტუაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ოპტიმიზმი საფუძველს არ გვაძლევს, რომ ეს შეზღუდვები მალე მოიხსნება. აქ არის ერთი მომენტი, რომელიც არაერთხელ გაგვიჟღერებია. ვგულისხმობ, საათობრივ შეზღუდვას, რომელსაც აქვს მეორე მხარეც. გარდა იმისა, რომ ეს ეკონომიკურ შემოსავალს გვიმცირებს, ზრდის ეპიდემიოლოგიურ რისკებსაც. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვმუშაობთ 10-დან 7 საათამდე, ყველა ობიექტი ერთ ცვლაშია. ეს მაშინ, როდესაც მანამდე სავაჭრო ობიექტებში ყველა ორ ცვლაში მუშაობდა. შესაბამისად, ყველა ერთდროულად სხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც და აქ არის გადადების ყველაზე დიდი რისკი, სიმჭიდროვიდან გამომდინარე.

 

ჩვენ რითეილში ვიცავთ დისტანციას, რიგებს ვმართავთ, სიცხეს ვუზომავთ, დეზინფექციას ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენი მომხმარებლები და თანამშრომლები შემდეგ „დანარჩენ საქართველოსთან“ ერთად ჯდებიან ტრანსპორტში. კომენდანტის საათი 1-2 საათით რომ გადაიწიოს, ვფიქრობთ, ეს უკვე იძულებულს გახდის სავაჭრო სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას, ორ ცვლაზე გადავიდნენ და ეს დაწოლა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შემცირდება. ეკონომიკური სარგებელიც მეტი იქნება და მობილობაც შემცირდება.

 

ჩვენ მედიასაშუალებებით არაერთხელ გავაჟღერეთ ეს მოსაზრება. მე როგორც მახსოვს, ერთ-ერთ სხდომაზე, იდეის დონეზე ხელისუფლების წარმომადგენელმაც კი თქვა ამის შესახებ, მაგრამ არ მოჰყვა მხარდაჭერა. ლოგიკურია, ის რასაც ჩვენ ვამბობთ და იმედია, გაითვალისწინებენ“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.


 

რაც შეეხება რეალიზაციის მაჩვენებელს, „რითელ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით არის შემცირებული.

 

„ჩვენ გასულ პერიოდს საერთოდ არ ვთვლით, რადგან ამ პერიოდში დახურულები ვიყავით. რაც შეეხება წლევანდელ გაყიდვებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გვაქვს შემცირებული. თუმცა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ვადარებდით ლარს ლართან და 2019 წელთან შედარებით ეროვნული ვალუტა დაახლოებთ, 20%-ით არის გაუფასურებული. ამიტომ, უცხოურ ვალუტაში გაცილებით დიდი იქნება სხვაობა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წელს აპრილთან შედარებით, მაისში კიდევ უფრო შემცირდა გაყიდვები, რაც შეზღუდვებმა გამოიწვია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო, შესაბამისად, ნაკლებმა ადამიანმა შეძლო სავაჭრო ცენტრებში სიარული“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

 

მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში პანდემიის მიზეზით, არცერთ ბრენდს არ დაუტოვებია ბაზარი, ეს იყო მათი ბიზნეს გადაწვეტილება. თუმცა, როგორც რეზო მაღალაშვილი აცხადებს, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ ამ მხრივ ბალანსს იცავს და მათი ჩანაცვლება ახლით ხდება.

 

„ამ ერთი წლის განმავლობაში, კონკრეტულად პანდემიის მიზეზით არცერთი ბრენდი არ გასულა. ეს იყო ბიზნეს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. თუმცა, მათაც ვანაცვლებთ ახლით და რაოდენობრივად ბალანსს ვინარჩუნებთ. რამდენიც დავხურეთ, იმდენივე ახლით ჩავანაცვლეთ“,- აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.

 

bpn.ge






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up