„საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“

„საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“

access_time2019-01-15 18:55:20

დღეს საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა.საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა ამ დრომდე დოკუმენტის კორექტირება არ მომხდარა. 


საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია, რომ ამ დრომდე არ გადახედილა, „საქსტატშიც“ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ კანონი მათ იმ მეთოდოლოგიით ავალდებულებთ საარსებო მინუმიმის განსაზღვრას, რასაც მთავრობა დააწესებს.


ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეეკო განმარტავს, რომ ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის და დოკუმენტის კორექტირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.


„მეთოდოლოგიის შერჩევა და მისი განხორციელება არის სტატისტიკური საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს სეგმენტი ამაში არის ის, რომ არსებულ მეთოდოლოგიაში ითვლება პირველადი მოხმარების პროდუქტები და აი, ამ პროდუქტების შემადგენლობაში, კალორაჟში და ცილა-ცხიმ-ნახშირწყლის განაწილებაში თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეთოდოლოგია სტატისტიკური ინსტრუმენტია და ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე. ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესრულება „საქსტატის მხრიდან“, - აცხადებს დავით სერგეენკო.


„საქსტატის“ მონაცემებით, დღეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენს.


საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება სწორედ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის ცვლილება იყო. “ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს, ცხადია, ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი“, - ბიძინა ივანიშვილი.


bm.ge





არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up