საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

access_time2019-06-15 16:00:20

 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე საქსტატის მონაცემები სალაპარაკოდაც არ ღირს.


კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 190.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელი 185 ლარი იყო.


2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 12.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის მაისში ეს მონაცემი 177.8 ლარს შეადგენდა.


აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის მაისის მონაცემთან შედარებით, 20.7 ლარით არის გაზრდილი.


საარსებო მინიმუმი დაუახლოვდა საქართველოში დადგენილ 200-ლარიან საბაზო პენსიას, რომელსაც ასაკით პენსიონერები იღებენ.



ირიბად იგი ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საარსებო მინიმუმი მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - ინფლაციის გავლენით გაიზარდა.


ასე ფიქრობს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია, რომლის შეფასებითაც, რეალური სურათის მისაღებად მეთოდიკაში გარკვეული ცვლილებებია შესატანი.


,,საარსებო მინიმუმის ზრდა დადებით ან უარყოფით ტენდენციად ვერ შეფასდება, რადგან ის რეალობას არ ასახავს. ქვეყანაში ინფლაციაა. 


საარსებო მინიმუმი ავტომატურად იზრდება, რადგან იქ შედის პირველადი მოხმარების საგნები, რომლებზეც ფასები უფრო იწევს, ვიდრე არაპირველადი დანიშნულების საგნებზე. მაგალითად, როდესაც მობილური, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა იაფდება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პირველად მოხმარებას, მოსახლეობის საარსებო მინიმუმზე ეს არანაირ გავლენას არ ახდენს. სურსათისა და მედიკამენტების გაძვირება-გაიაფების ტენდენცია კი უმალვე აისახება მასზე. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ დინამიკაშია ხორცი, შაქარი, პურპროდუქტები, საწვავი და ა. შ. დრევანდელ მოცემულობაში ნომინალური საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ რეალური მაჩვენებელი, ინფლაციის გამორიცხვით, უცვლელი რჩება. სასურსათო კალათაში ინფლაციის გავლენას აქვს 2 მიზეზი: წარმოება მცირდება, რაც ზრდის ფასს და ამასტან მატულობს იმპორტული პროდუქტის ღირებულება. ამ პროცესს თან ახლავს ლარის დევალვაცია, რაც შემდეგში სასურსათო კალატაში შემავალი პროდუქტების ღირებულებაზე აისახება, - განუცხადა ,,რეზონანსს ირაკლი მაკალათიამ.


როგორც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის, ასევე ოჯახის საარსებო მინიმუმს სტატისტიკოსი გივი მომცელიძე არასაკმარისად მიიჩნევს და თვლის, რომ ფასების ზრდის ფონზე ეს მაჩვენებელიც ვითარების ადეკვატურად უნდა გაიზარდოს.


,,ზაფხულში, სეზონიდან გამომდინარე, ფასების შემცირებას ველოდით, მაგრამ საპირისპირო ტენდენციაა. ამ ეტაპზე ინფლაციური პროცესები გაღრმავდა და  ეს საარსებო მინიმუმზეც აისახა. მძიმე სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა არაფერი იცვლება. გვესაჭიროება უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და ნაკლები რეგულაციები, რომ ვითარება როგორმე გაუმჯობესდეს. რაღაც მექანიზმი უნდა შეიცვალოს, დრაკონნული წესით არა, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, მაგრამ არც ასე ვარგა. რაც შეეხება კონკრეტულად საარსებო მინიმუმს, ინფლაციის ფონზეც კი ის არაადეკვატურია და რეალობას მოკლებული. ჩვენ ვხედავთ, რომ საპენსიო თანხას დაუახლოვდა, მაგრამ ჯანსაღი ადამიანისთის იგი არათუ არასაკმარისი, წარმოუდგენლად მიზერულია. ზრდასრული ადამიანისთვის 191 ლარი არ არის საკმარისი, რომ მან ღირსეულად იცხოვროს. ამიტომ სახელმწიფოს არ აქვს სხვა გამოსავალი, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და მეტი შემოსავალი გაჩნდეს, - ამბობს გივი მომცელიძე.





Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up