აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.