„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

access_time2019-12-05 17:30:48

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.


ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა ხელისუფლებამ ხალხს დაანახოს თითქოს ქვეყანაში რაღაც კეთდება და მას ეკონომიკური დანიშნულება არ აქვს.


„საქართველოს ინფრასტრუქტურული ხარჯები არის ზედმეტად დიდი, ქვეყნის ეკონომიკა არ არის იმხელა, რომ ასეთი დიდი კაპიტალური ხარჯები აითვისოს. ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის ნაცვლად, უკეთესი იქნება მათ  ხარჯები დავაკლოთ და ეს წავიდეს არა პირდაპირ ხარჯვაზე, არამედ დანაზოგებზე. რეალურად პროექტები ძირითადად ვალით კეთდება, რაც საქართველოს გადასახადის გადამხდელისთვის ზედმეტი ხარჯია. ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული ხარჯი, რომ გვაქვს და ვალს რომ ვიღებთ, ეს ხშირ შემთხვევაში დეფიციტს აბალანსებს, ჩვენ კი წელს ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს. თუმცა, საარჩევნო წელი მოდის და ყველა სტრუქტურა ამუშავებულია, რათა ხალხმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაინახოს. ეკონომიკაში ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დროებითი ეფექტი აქვს და არსებული ეკონომიკური ზრდა ძირითადად სწორედ ამ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე დგას, მაგრამ ამას დროებითი ეფექტი აქვს. ის იხარჯება ერთჯერადი დანიშნულებით და ამას ინვესტიციის სახე არ აქვს, რომელმაც შემდეგ დივიდენდები უნდა მოგცეს. ექსპერტულ წრეებს წინა ხელისუფლებასთანაც იგივე კრიტიკა ჰქონდა, რომ ამხელა ხარჯი ინფრასტრუქტურაში არ არის საჭირო, ამ მთავრობამ კი ეს კიდევ უფრო გაზარდა. ამ ყველაფერს დროებითი ეფექტი აქვს და იქ ადამიანების დასაქმებაც დროებითია, თუმცა მთავრობას სწორედ ეს უნდა, რომ არჩევნები გადააგოროს და ხარჯებს არა ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკური დანიშნულებით იყენებს“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.


ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდი რაოდენობით თანხის ხარჯვას კვლავწარმოების დანიშნულება არ აქვს.


„კარგია, რომ ინფრასტრუქტურა შენდება, მაგრამ ეს ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებს. აბსოლუტურად გასაგები ხდება, ხელისუფლება როგორი ეკონომიკური ზრდით ამაყობს და რეალურად ეს  საიდან გამომდინარეობს ანუ ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ  ეკონომიკა ქვეყანაში რეალურად არ იზრდება ანუ ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით რაც პრინციპში ერთჯერადია, მას კვლავწარმოების დანიშნულება არ აქვს, შესაბამისად ეკონომიკური ზრდაც სინამდვილეში - ვირტუალურია. ასევე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად კრედიტებით შენდება, რომელსაც სახელმწიფო იღებს, გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი რესურსი ქვეყანას არ აქვს და ეს კრედიტი ადრე თუ გვიან ჩვენ სუსტ ეკონომიკას ექნება ასათვისებელი. მართალია არავინაა წინააღმდეგი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები შედგეს, მაგრამ ხარჯის რაოდენობაა მნიშვნელოვანი, როდესაც სახლში სკამი არ გაქვს და ჭურჭლის სარეცხ მანქანას ყიდულობ, ეს რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 667 მილიონი ლარით, ანუ 67 პროცენტით მეტი თანხა აითვისა. 11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141 მილიონი ლარი), რასაც 2019 წლის მაჩვენებელმა 46 პროცენტით გადააჭარბა.


ნინო თამაზაშვილი





StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up