საარჩევნო რეფორმის პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ დღეს მოხდება

საარჩევნო რეფორმის პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ დღეს მოხდება

access_time2021-03-02 10:00:00

საარჩევნო რეფორმის პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ დღეს მოხდება.


პროექტის მიხედვით, იცვლება ხმის მიცემის სისტემა, ასევე საარჩევნო დავების განხილვის წესი, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ახალი წესით კომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია.


რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის პროექტი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისსაც გაეგზავნება.


„მემორანდუმით შეთანხმებული იყო, რომ საარჩევნო რეფორმის პროექტი მარტის პირველ კვირაში დაინიცირდებოდა. ასე რომ, ჩვენ უკვე მზად ვართ, დავაინიციროთ ეს კანონპროექტი. სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, ძალიან საინტერესო და ფუნდამენტური ცვლილებები არის გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმაში. კიდევ გვექნება ვადა, სადღაც ორი თვე საპარლამენტო განხილვებისთვის. რა თქმა უნდა, იქნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაიხვეწოს ეს კანონპროექტი. გარდა ამისა, ვაპირებთ, კანონპროექტი გავაგზავნოთ ოდირში დასკვნისთვის. ასე რომ, ეს დასკვნაც გვექნება და ამის საფუძველზე საბოლოო ჯამში უკვე მაისისთვის მივიღებთ ცვლილებების პროექტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის კანონპროექტში ყველა ის მოთხოვნაა შესული, რომელიც მემორანდუმით იყო გათვალისწინებული.


„დღეს სავარაუდოდ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საარჩევნო სისტემის პრაქტიკულად ფუნდამენტურ რეფორმირებას და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვქონდა მემორანდუმით გათვალისწინებული, ამ კანონპროექტში არის ასახული. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, ეს ცვლილებები რა შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის. მთავარი მიზანი არის, რომ არჩევნების მიმართ გაჩნდეს ნდობა. ამისთვის არის, რომ შემოგვაქვს მთვლელი მანქანები. უკვე შემოდგომაზე არჩევნები ნაწილობრივი მთვლელი მანქანებით ჩატარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, იქნება თითის ანაბეჭდები, იქნება ლაივსტრიმი. ათ პროცენტში ავტომატურად გადაითვლება უკვე ბიულეტენები და ამის გარდა, კიდევ უამრავი სხვა რამ. ყველა პარტიას ეყოლება არა წარმომადგენელი, არამედ წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პარიტეტული წესი შემოდის. ძალიან ბევრი ცვლილებაა, რომლებიც საბოლოო ჯამში არჩევნების მიმართ ჩვენი მოქალაქეების ნდობას ბევრად გაზრდის და არჩევნების დღეს გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება მარტის დასაწყისში უნდა მოხდეს, დამტკიცება კი პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.


1tv.ge



თეგები:
რეფორმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up