საარჩევნო რჩევები ამერიკიდან – "საქართველოს ევროპული ოჯახის წევრის მყარი სტატუსი აქვს და ამ არჩევნებით ის უფრო გამყარდება"

საარჩევნო რჩევები ამერიკიდან – "საქართველოს ევროპული ოჯახის წევრის მყარი სტატუსი აქვს და ამ არჩევნებით ის უფრო გამყარდება"

access_time2016-10-08 09:50:32

 

 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები დააკვირდებიან. რა მოლოდინები აქვთ ამერიკელ კანონმდებლებს და რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარება? - ამ კითხვებით „ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ დემოკრატ კონგრესმენ დევიდ პრაისს მიმართა.

 

 

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შემდეგ, ამერიკის მთავრობას საქართველოსგან მაღალი მოლოდინები აქვს", - ასე აფასებს გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენი, დევიდ პრაისი 8 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნებს.

 

„ჩვენ საქართველოსგან, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსგან, პარტნიორისგან და ევროპული ოჯახის წევრისგან მაღალი მოლოდინები გვაქვს. ეს მოლოდინები მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ოთხი წლის წინ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ამან ლეგიტიმაცია მისცა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას", - ამბობს პრაისი.

 

 


მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში პრობლემები არ არსებობს: „ველით, რომ ადამიანებს ექნებათ თავისუფლად გამოხატვის საშუალება, რომ მედია იქნება ღია და თავისუფალი, რომ ყველა მოსაზრება იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველო მზადაა ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე არჩევნები. ჩვენ არ ვიცით რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან".

 

ამერიკის კონგრესში ჩრდილოეთ კაროლინის წარმომადგენელი პრაისი, კონგრესმენ პიტერ როსკამთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი რეზოლუციის ავტორია.

 

 

ის ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრის მყარი სტატუსი აქვს და ეს სტატუსი ძლიერდება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ არჩევნებით ეს სტატუსი გამყარდება. „მე არჩევნების შედეგებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიცი რომ არჩევნების შედეგად ყველაფერი გამარჯვებულმა არ უნდა მიიღოს და ამით დამარცხებული მთლიანად ჩაახშოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს, აუცილებელია არსებობდეს ეფექტური მმართველი კოალიცია, მაგრამ ასევე აუცილებელია არსებობდეს ოპოზიცია და ყველა ხმა ისმოდეს, მათ შორის პარლამენტში".

 

პრაისი ასევე ორპარტიული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის" წევრია, რომელიც რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 17 პარტნიორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს. ამ კომისიის საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდანაა.

 

მისი თქმით, არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რა ხდება არჩევნებს შორის: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობის საკითხი, ქვეყნის ერთიანობა. საქართველოში რუსეთის ოკუპაცია გრძელდება - საქართველო ევროპის ნაწილია, მას თავისუფლად უნდა შეეძლოს თავისი ორიენტაციის არჩევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის არჩევანს, ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოსგან ჩვენსა და სხვა ქვეყანას შორის არჩევანის გაკეთებას და ამას არც სხვა რომელიმე ქვეყანა უნდა ითხოვდეს".

 

საქართველო-ამერიკის თანამშრომლობაზე საუბრისას კონგრესმენი ხაზს უსვამს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების აუცილებლობას. „ეს ყველაფერი ქვეყნის სტაბილურობაზეა დამოკიდებული, სტაბილურობა კი ლეგიტიმურ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მისი შედეგები ყველა მხარემ აღიაროს". პრაისის თქმით, ამერიკის კონგრესი საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს და მზადაა მას მხარი მომავალშიც დაუჭიროს.

 

საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ამერიკის დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა მისიები უკვე გაგზავნეს. დემოკრატიული პარტიის მისიას საქართველოში ყოფილი სენატორი ტედ კაუფმანი უხელმძღვანელებს.


„ამერიკის ხმა"

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up