საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

access_time2020-10-28 15:00:25

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრულ პლატფორმაზე.

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 72 პროცენტისთვის პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონენტიდან ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტების ეკონომიკური ხედვაა. პარტიების ეკონომიკური პოლიტიკით მსგავსი დაინტერესება არსებითად ზრდის ქართული ელექტორატის ამ მიმართულებით ინფორმირების მნიშვნელობას. მოცემულ სტატიაში, “საარჩევნო კომპასი საქართველოზე” დაყრდნობით, სწორედ ქართული პარტიების ეკონომიკურ პლატფორმებს მიმოვიხილავთ და წარმოგიდგენთ, რამდენად მემარჯვენე თუ მემარცხენე ხედვებს გვთავაზობენ ისინი.

 

საარჩევნო კომპასი პარტიების დამოკიდებულებებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური საკითხების სამი თემატური ჯგუფის მიხედვით განსაზღვრავს. ეს ჯგუფებია:

 

ჯანდაცვა და განათლება – აერთიანებს პარტიების მოსაზრებებს ჯანდაცვისა და განათლების მიწოდებაზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პრივატიზაციის საკითხებზე;

შრომის ბაზარი – მოიცავს სახელმწიფოს როლს მოქალაქეთა დასაქმების უზრუნველყოფაში, მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესების მიზანშეწონილობისა და დაგროვებითი საპენსიო სისტემის საკითხებს;

გადასახადები – ფარავს საგადასახადო სისტემის სტრუქტურას.

საარჩევნო კომპასის ფარგლებში შერჩეულმა საარჩევნო სუბიექტებმა ეკონომიკური პოლიტიკის ზემოთ ხსენებულ მიმართულებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეკითხვაზე თავიანთი პოზიცია პასუხის ხუთი შესაძლო ვერსიის[2] მიხედვით დააფიქსირეს. მათი პასუხების თანახმად, ქართული პოლიტიკური პარტიების ხუთი იდეოლოგიური კატეგორია გამოიკვეთა:

 

მემარჯვენე პარტიები, რომლებიც ბაზრის თავისუფლებას ემხრობიან და, მაგალითად, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის (საავადმყოფოები, ამბულატორიები) პრივატიზებას უჭერენ მხარს (#2 ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის, #36 პოლიტიკური გაერთიანება გირჩი);

მემარჯვენე ცენტრისტი პარტიები, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას დიდწილად ასევე არ იზიარებენ, თუმცა, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დადგინდეს მინიმალური სახელფასო ზღვარი ან სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღოს ყოველი მოქალაქის დასაქმებაში (#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია; #24 მოქალაქეები);

ცენტრისტი პარტიები დაბალანსებულად იზიარებენ მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებებს (#3 ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა, #21 თავისუფალი საქართველო, #27 სტრატეგია აღმაშენებელი, #47 საქართველოს კონსერვატიული პარტია; #56 ლელო);

მემარცხენე ცენტრისტი პარტიები, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას მეტწილად მხარს უჭერენ, თუმცა, მაგალითად, არ ემხრობიან სიმდიდრის (პროგრესული) გადასახადის შემოღებას საქართველოში, ან ეწინააღმდეგებიან ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პრივატიზებას (#10 საქართველოს ლეიბორისტული პარტია, #25 თავისუფალი დემოკრატები, #41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

მემარცხენე პარტიები, რომლებიც ბაზრის თავისუფლების იდეას არ იზიარებენ და, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ იმპორტულ პროდუქციაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს (#8 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, #26 პარტია სამართლიანობისთვის, #19 ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი, #46 სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის)

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს თუ რომელ იდეოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება კონკრეტული პარტია ეკონომიკის კონკრეტულ მიმართულებებზე მათი პოზიციებისა და საერთო ეკონომიკური პლატფორმის მიხედვით.

 


ცხრილი 1: პარტიების იდეოლოგიური ჯგუფები ეკონომიკური თემატიკის შესაბამისად.



შენიშვნა: ცხრილში მოცემულია საარჩევნო სუბიექტები მათთვის მინიჭებული საარჩევნო  ნომრების მიხედვით (პარტიებისა და მათი საარჩევნო ნომრების მიმართებას სტატიის ზემოთა ბლოკი ასახავს, სრული სია ასევე მოცემული ცესკო-ს ვებგვერდზე .

 

წყარო: "საარჩევნო კომპასი საქართველო" – https://kompasi.partiebi.ge

 

მოცემული იდეოლოგიური განაწილება გვიჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ რუკაზე ყველაზე უხვად ცენტრისტი, ხოლო ყველაზე იშვიათად გამოკვეთილი მემარჯვენე ეკონომიკური ხედვის მქონე პარტიები გვხვდება.

 

მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად დამატებით გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური პარტიები ეკონომიკური საკითხებიდან ჯანდაცვისა და განათლების პოლიტიკასთან მიმართებით ყველაზე მეტად აფიქსირებენ მემარცხენე ხედვებს, ნაკლებად მემარცხენე დამოკიდებულება აქვთ გადასახადებთან დაკავშირებით, ხოლო შრომის ბაზრის მოწყობაზე საერთო განწყობა მეტწილად ცენტრისტულია.

 

მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ მოცემული იდეოლოგიური განაწილება საარჩევნო კომპასში დასმულ ეკონომიკურ საკითხებზე პარტიების საშუალო პოზიციას გვიჩვენებს. შესაბამისად, მასში ასახული არ არის, რამდენად მკაფიოდ მიჰყვებიან საარჩევნო სუბიექტები კონკრეტულ იდეოლოგიას სხვადასხვა შინაარსის ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ მიერ შედგენილი იდეოლოგიური თანმიმდევრულობის ინდექსი სწორედ ამ ინფორმაციას აწვდის ამომრჩეველს. ინდექსის მნიშვნელობა 0-დან 2-მდე იცვლება, მაქსიმალური მნიშვნელობა, 2, იდეოლოგიურად ყველაზე თანმიმდევრულ პარტიას შეესაბამება, რომელიც ყველა საკითხზე ერთსა და იმავე იდეოლოგიურ დამოკიდებულებას აფიქსირებს.

 

ცხრილი 2: პარტიების იდოლოგიური თანმიმდევრულობის ინდექსი

 

წყარო: ავტორების გამოთვლა ("საარჩევნო კომპასი საქართველო")

 

როგორც მოსალოდნელი იყო, გამოკვეთილად მემარჯვენე და მემარცხენე საარჩევნო სუბიექტები მათ ზოგად ეკონომიკურ იდეოლოგიას მკაფიოდ მიჰყვებიან (მაგალითად, #36-გირჩი, #2-ევროპული საქართველო და #46-სოციალ-დემოკრატები), ხოლო ცენტრთან ახლოს მდებარე პოლიტიკური პარტიების ნაწილი იდეოლოგიურ პოზიციას ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა საკითხის შესაბამისად ცვლის (მაგალითად, #21-თავისუფალი საქართველო, #27-სტრატეგია აღმაშენებელი, #3-ერთიანი საქართველო).

 

31 ოქტომბერს ელექტორატის გათვიცნობიერებულმა არჩევანმა ქართული დემოკრატიის ხარისხი და ქვეყნის მომავალი ხელისუფლების ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრული პლატფორმა  (https://kompasi.partiebi.ge) დაგეხმარებათ, რომელშიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  ქართული პარტიების ეკონომიკური ხედვების შესახებ  დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

 

[1] გიორგი პაპავა – წამყვანი ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, აკადემიური  და კოდირების გუნდის ხელმძღვანელი.

ლევან თევდორაძე – მკვლევარი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

 

[2] სრულად ვეთანხმები; ნაწილობრივ ვეთანხმები; ნეიტრალური პოზიცია; ნაწილობრივ არ ვეთანხმები; სრულად არ ვეთანხმები

 

სტატია მომზადდა პროექტის“საარჩევნო კომპასი საქართველოს“ https://kompasi.partiebi.ge ფარგლებში, რომელიც არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება და მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. 

 

პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევრების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ჰოლანდიის სამეფოს მიერ და ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ). მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის თავისუფალი (ვრიეს) უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”, რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.


Netgazeti.ge

თეგები:
არჩევნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up