საარჩევნო კამპანიისას განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არ იყო კანონის შესაბამისობაში - ალბერტ იონსონი

საარჩევნო კამპანიისას განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არ იყო კანონის შესაბამისობაში - ალბერტ იონსონი

access_time2021-10-03 16:26:25

კამპანიის მიმდინარეობისას სხვადასხვა პროექტების შესახებ გაკეთებული განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არ იყო კანონის შესაბამისობაში და მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობასთან ერთად, ამან მისცა მმართველ პარტიას დიდი უპირატესობა, - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, არსებული საარჩევნო კანონმდებლობა ზოგადად უზრუნველყოფს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული, კონკრეტულად, ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო დავების გადაწყვეტასთან და ადმინისტრაციულ რესურსთან.

„ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესის ტექნიკური ასპექტები ეფექტურად მართა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებულ აღქმაზე უარყოფითი გავლენა იქონია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევასა და დანიშვნებთან დაკავშირებით არსებულმა აზრთასხვადასხვაობამ. აქვე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ გასწია ძალისხმევა, რათა გაეუმჯობესებინა ამომრჩეველთა ერთიანი სიები და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრთა დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა ამ სიების სიზუსტესთან დაკავშირებით.

კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი იყო ინკლუზიური, ბევრმა ოპოზიურმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა და ზოგიერთმა მათგანმა არსებული ინფორმაციით, ეს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გააკეთა.


კამპანია იყო კონკურენტული, სადაც წარმოდგენილი იყო მრავალი პარტია სხვადასხვა იდეით. ზოგადად კამპანია იყო მშვიდი, თუმცა, ასევე, ფიქსირდებოდა ძალადობის შემთხვევები პიროვნებებს შორის და ვერბალური და ფიზიკური კონფრონტაცია, რომელიც უფრო ინტენსიური ხდებოდა საარჩევნო დღის მოახლოვებასთან ერთად,“- განაცხადა ალბერტ იონსონმა.


წყარო: ინტერპრესნიუსი





საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up