საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

access_time2023-03-18 23:00:38

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. 

 

პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის  წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 29 აპრილს გასამართი რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, წელს პირველად ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია. შეხვედრის მეორე ნაწილი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და დისკუსიას დაეთმო, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

 

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ სიახლისა და საარჩევნო პროცედურის შესახებ, რომელსაც ჩვენი ინსტიტუცია საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახორციელებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მათ გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ნოვაციებისა და სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა ჩართულ მხარესა თუ ამომრჩევლებს სთავაზობს. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. აქვე გვქონდა დემონსტრირება იმ ტექნოლოგიური საშუალებების, რომელთა გამოყენებითაც დაგეგმილია როგორც 29 აპრილის, ისე 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარება. შევთანხმდით, რომ ახალი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გავაგრძელოთ შეხვედრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის მიმოცვლას, მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში და შესაბამისად საზოგადოების ინფორმირებას“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.


 

კომუნიკაციის გაძლიერებისა და ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმაც და აღნიშნეს, რომ შეხვედრების ახალი ფორმატი საზოგადოების სწორ და დროულ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

 

მედიასთან ახალ ფორმატში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პრეს-სპიკერი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

 


თეგები:
ცესკო



ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up