სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

access_time2019-10-17 12:38:38

სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ.


როგორც ცნობილია, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს. კერძოდ, სს-ების შესყიდვით გავლენიანი ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი არიან დაინტერესებული.ბიზნესმენი ხვიჩა „ფორმულას“ კითხვებს არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს რომ თელასის წილის შესყიდვით არის დაინტერესებული.


„ფორმულას“ ინფორმაციით, ის მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ მაქაცარია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ამ თემაზე შეხვედრები გამართა.ინფორმაციას თელასის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჯერ არც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ფლობენ.



ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება თელასი 75 პროცენტიან წილს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ-რაოს“ შვილობილი კომპანია ფლობს. 25 პროცენტს კი საპარტნიორო ფონდი. თელასის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ჩიქოვანი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25 % არ იყიდება, თუმცა ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ თელასით ხვიჩა მაქაცარია იყოს დაინტერესებული.


„კომერსანტი“


თეგები:
თელასი



კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-28 14:26:08
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. "მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ...

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია
access_time2020-02-28 15:00:41
„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს.  „რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია,...

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა
access_time2020-02-28 14:00:01
„ახლა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სათამაშო ბიზნესის დაპირების დეტალები, თუ რომელი კომპანიები ჩამოხსნიან რეკლამებს და როგორ შეასრულებენ დაპირებას“- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „კომერსანტის“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის.   როგორც მედი ჰოლდინგმა გაარკვია მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი აქტივობითაა განპირობებული.    „როდესაც გასული წლის...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს
access_time2020-02-28 11:51:39
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up