სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა

access_time2021-05-15 13:57:57

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 მარტს, დ.ჭ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ოთხ მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც ისინი დაწესებულების ეზოში კვლავ სცემეს.

პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი, კერძოდ, ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და შემდგომში მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ გამოიწვია სასჯელაღსრულების დაწესებულების ფუნქციონირების მოშლა. პატიმართა პროტესტის ტალღა მეზობლად მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 და N5 საპყრობილეებზეც გავრცელდა, რასაც საბოლოოდ ე.წ. „ციხის ბუნტის დროს განვითარებული მძიმე მოვლენები მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა, „ბ, „დ, „ე და „ზ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.


2020 წლის 17 ივნისს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და 2020 წლის 3 ივნისს განხორციელდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დ.ჭ.-ს საქართველოში ექსტრადიცია და სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის სად-ის უფროსი ბ.ა., სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ,,ბ, ,,დ, ,,ე და ,,ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმავე წელს, მოცემულ საქმეზე მსჯავდებული ბ.ა. შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up