„სააკაშვილს აქვს ნიჭი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ,უკვე ამის შემდეგ აგოს პასუხი  ხალხის წინაშე ჩადენილზე“  - ვასილ სოფრომაძე

„სააკაშვილს აქვს ნიჭი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ,უკვე ამის შემდეგ აგოს პასუხი ხალხის წინაშე ჩადენილზე“ - ვასილ სოფრომაძე

access_time2020-03-23 19:30:49

კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ მთავარ არხზე, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.


"არასდროს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ისევე როგორც არცერთი სხვა პარტიის წევრი და არც არასდროს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. არც სკამის დაკარგვის მეშინია, ამიტომ ვამბობ ხმამაღლა იმას,რასაც ვამბობ. მოვუწოდებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ახლავე მიწეროს ამჟამინდელ პრეზიდენტს, თხოვნა იმის შესახებ,რომ დაუბრუნოს მას მოქალაქეობა. სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, მისი ანტიკრიზისული ნიჭი სჭირდება საქართველოს.


სააკაშვილი იყო ის კაცი,რომელმაც ქვეყანა კრიმინალური მდგომარეობიდან გამოიყვანა. მე 2011 წელს ჩამოვედი საქართველოში, არც ვაპირებდი, მაგრამ როცა დავინახე ქვეყნის მაშინდელი მდგომარეობა, ათეულობით მილიონი დოლარი ჩავდე და ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენი. სააკაშვილს აქვს ნიჭი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ნიჭი და შემდეგ აგოს პასუხი ხალხის წინაშე ჩადენილზე ბატონ გახარიას წინააღმდეგი არაფერი მაქვს, მაგრამ ის უბრალოდ ვერ გააკეთებს ამას. 20 ივნისის ამბავიც გამოსაძიებელი იქნება და არავინ არავის აპატიებს.


სტალინმა, რომელიც იყო დიქტატორი, სისხლისმღვრელი, რომელმაც არ დაინდო თავისი ოჯახი და არასდროს ეკითდებოდა სხვას აზრს, როდესაც ნაცისტური გერმანია მიადგა საბჭოთა კავშირს, ციხიდან გამოიყვანა ყველა გენერალი.,"- განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.



მოამზადა ვასილ სოფრომაძემ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up