რას ფიქრობენ პოლიტიკოსები  თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ  „სახალხო დემოკრატიაზე“

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ „სახალხო დემოკრატიაზე“

access_time2018-06-26 20:00:00

რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვით ახალ ინიციატივა გააჟღერა. საუბარია წარმომდგენლობითი დემოკრატიის შეცვლის აუცილებლობაზე, იგივე სახალხო დემოკრატიაზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იფუნქციონირებს.  შედეგად ქვეყნის მოსახლეობა პირდაპირ იქნება ჩართული სახელმწიფო მმართველობის პროცესებში და თავის ხმას თუ პოზიციას  სმარტფონებით, სოციალური ქსელითა, ID ბარათებით ან სხვა რომელიმე თანამედროვე ტექნოლოგიით დააფიქსირებს.

 

„თუ სახელმწიფო მმართველმა,  მაგალითად, პარლამენტარმა, პრემიერმა ან ოლიგარქმა, ან თუნდაც სააკაშვილმა ან ნებისმიერმა,  დაუშვა შეცდომა და მოგვატყუა, ჩვეულებრივ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ამ შეცდომის გამოასწოროს იმ წუთიერი შესაძლებლობა. ამისათვის ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ გზით ხალხი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, ვთქვათ, რომელიმე საჯარო პირის თანამდებობაზე დანიშნვნა თუ თანამდებობიდან მოხსნა, ხელფასებისა თუ ნებისმიერი სოციალური პრობლემის საკითხის მოგვარება.

 

სააკაშვილის ინიციატივა ნამდვილად არ გახლავთ უტოპია. თანამედროვე ტექნოლოგიებით საკუთარი ცხოვრების მართვა ევროპის განვითრებულ ქვეყნებში სულ უფრო აქტიური ხდება. მაგალითად  ესტონეთში საჯარო სერვისების 99% მოსახლეობისთვის ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი.  უსაფრთხო და მოქნილი ციფრული სისტემების შეთავაზებით კი, მოსახლეობაში ელექტრონული, საჯარო სერვისებისადმი ნდობის ფაქტორი კიდევ უფრო ამაღლდა.

სტატისტიკურად გამოთვლილია, რომ აღნიშნული სერვისების დახმარებით, ესტონეთი ყოველწლიურად 800 წლის ხანგრძლივობის სამუშაო დროს ზოგავს. 


მეტიც, 2007 წლიდან ესტონეთში წარმატებით მოქმედებს პროგრამა I-Voting, რომელიც ესტონელებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით აძლევს. ამ სისტემას ესტონელების 30% იყენებს.


რაც შეეხება შვეიცარიას,  რამდენიმე წლის წინ მოსახლეობამ არჩევნებში  ელექტრონული მონაწილეობს სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფ შვეიცარიის მოქალაქეებს არჩევნებში თანამედროვე ტექნოლოგიებით მონაწილეობის უფლება მიენიჭათ.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ექსპრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე თავად პოლიტიკოსები.


როგორც ირკვევა, გამოკითხულთა უმეტესობას იდეა მოსწონს, მაგრამ ნეგატიურად არის განწყობილი უშუალოდ სააკაშვილის მიმართ. მარტივად რომ ვთქავთ, მათ არ მოსწონთ ე.წ. სააკაშვილისეული სახალხო დემოკრატია.

 


უფრო კონკრეტულად, მათი შეფასებები ასეთია:


       1.გიორგი გაჩეჩილაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) -:


ეს ინიციატივა სხვას რომ წარედგინა,  ნორმალური იქნებოდა და განხილავადით, მაგრამ სააკაშვილის მხრიდან არის თაღლითობა და მეტი არაფერი. ნებისმიერ სიახლეს, რომელსაც სათავეში ნაციონალური მოძრაობა უდევს, ნიშნავს საქმის დისკრედიტაციას“.

     

        2.ზვიად კვაჭანტირაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) - :


„ფეისბუქით ქვეყნის მართვა  ნირვანაში და სრულ უსუსურობაში მყოფს თუ მოუვა თავში აზრად. სხვა კომენტარი ზედმეტია“;


        3.სალომე ზურაბიშვილი (პარლამენტის საინიციატივო ჯგუფი) -:


„დიდი ხანია სააკაშვილის ნაფიქრ-ნათქვამზე კომენტარის გაკკეთების საჭიროებას ვერ ვხედავ“;

 

        4.ზურაბ ჯაფარიძე ( პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი) - :


„იდეა, რომელიც გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მოქალაქეების ჩართულობით, ახალი არ არის.  საბოლოო ჯამში,  თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენება და ინტეგრირება პოლიტიკურ პროცესებში გარდაუვალია.  ტექნოლოგიების განვითარება მათ შორის გავლენას მოახდენს, შეცვლის სახელმწიფოს მართვის არსებულ პრაქტიკას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და იგივე ესტონეთი სულ უფრო ფართოდ იყენებს ე.წ. ელექტრონული მმართველობის სხვადასხვა კომპონენტებს. ჩვენც ვერ ავცდებით ამ გზას. თუმცა, პრეზიდენტ სააკაშვილის საუბრიდან მე დამრჩა შთაბეჭდილება , რომ მას ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს ყოველივე ამაზე და უბრალოდ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს.

       

       5.გიორგი ბარამიძე (პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი) -:


„ იდეა არის ძალიან კარგი და თანამედროვე ცხოვრების შესაბამისი. მაგალითად, შვეიცარიაში არაერთ საკითხზე ტარდება რეფერენდუმი და სწორედ ელექტრონული გზით ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, როცა საუბარია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ეს ერთის მხრივ იძლევა ფიზიკური პირის იდენტიფიცირებას, რომ ორჯერ არ მისცეს ხმა;  მეორეს მხრივ კი - პრაქტიკულად გამორიცხულია ჰაკერული თავდასხმა, რადგან ამაში მსოფლიოს მასშტაბით იმდენი ადამიანია ჩართული, რომ ჰაკერს მოუწევს ყველა ამ ადამიანის სახელით სისტემის მანიპულირება, რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებს“.

 


სალომე ლემონჯავა





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up