საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს თავად მიხეილ სააკაშვილზე დაყრნობით.
სააკაშვილი ადასტურებს უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობას. მისი განცხადებით, იგი უნდა დაინიშნოს ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში.
„აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი და არა მდივანი”, - განუცხადა მან „დოიჩე ველეს“.
formulanews.ge