სააკაშვილი: “ქართული ოცნება” შარშანდელი თოვლივით აორთქლდება

სააკაშვილი: “ქართული ოცნება” შარშანდელი თოვლივით აორთქლდება

access_time2018-10-11 19:30:25

“ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.


“2012 წელს ,ახლა ყველაფერი ნათელი ხდება, ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით,თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა. მერე ივანიშვილმა ერს დაუფასა. ჩხარტიშვილი დააბრუნეს და მისცეს უამრავი ქონება მიწები საწარმოები ბიუჯეტისა და სხვა ბიზნესმენების ხარჯზე, ქართველი ხალხის საკუთრების ხარჯზე.


ახლა,ჩვენ გვიტარებენ მეორე რუსულ სპეცოპერაციას სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ასევე ძალიან აქტიურია ჩხარტიშვილი, რომელიც გახდა, ფარცხალაძესთან ერთად და უჩასთან ერთად ივანიშვილის მთავარი რეკეტიორი და ახლა უკვე საბოლოოდ უნდა მოამთავრონ ქართული სახელმწიფო. ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებს, შმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ღირსება, საქართველო ვეღარ უნდა დაამცირონ ვეღარ უნდა მოატყუონ ვეღარ უნდა ჩაკლან ის სიღარიბეში.



ჩვენა მ სიღარიბიდან ამოვალთ აუცილებლად, ჩვენ ვიქნებით. სწრაფად განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიული მექანიზმებით,პირდაპირი დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით,ხალხის თანასწორობით და ხალხის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლებით, ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი’,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ipress





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up