სააკაშვილი: პუტინმა ივანიშვილს უთხრა, ნატოზე უარს თუ არ იტყვი, სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოვახდენო

სააკაშვილი: პუტინმა ივანიშვილს უთხრა, ნატოზე უარს თუ არ იტყვი, სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოვახდენო

access_time2019-09-15 13:25:47

14 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას სხვადასხვა თემებზე საუბრისას თქვა, რომ ფლობს უტყუარ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებულ ულტიმატუმზე, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე უარის თქმას შეეხება. სააკაშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინმა 2 თვის წინ გააფრთხილა “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომ თუ საქართველო ნეიტრალიტეტს არ გამოაცხადებს, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას განახორციელებს.


“პუტინმა უთხრა ივანიშვილის 2 თვის წინ, თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია. თქვენ ამაზე ივანიშვილი არ გიყვებათ, იმიტომ რომ საერთოდ არ ფიქრობს, რომ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, იმიტომ რომ, ეს ზუსტად ვიცი”, – განაცხადა სააკაშვილმა ოდესაში, ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ პუტინის ულტიმატუმს უკავშირდება ბოლო დროს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები.



“ივანიშვილი რას შვება იმის მაგივრად, რომ თქვენ მოგიყვეთ და მოგმართოთ, რომ ხალხო, ასეთი პრობლემა მაქვსო? – გადააყენა თავდაცვის მინისტრი, რომელიც არ მოსწონდათ რუსებს (არც მე მომწონდა , მაგრამ რუსებს კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ); დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად; გახარია, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ფიქრობს, რომ როგორმე რუსები დაწყნარდებიან, მაგრამ კრეტინია და არ ესმის, რომ ეს პუტინს არ დააკმაყოფილებს”, – დასძინა სააკაშვილმა.


რადიო თვისუფლება


თეგები:
სააკაშვილი



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up