სააკაშვილი: პანკისის ხეობაში ჰესი არ უნდა აშენდეს! მხარს ვუჭერ ხალხის მოთხოვნას!

სააკაშვილი: პანკისის ხეობაში ჰესი არ უნდა აშენდეს! მხარს ვუჭერ ხალხის მოთხოვნას!

access_time2019-04-21 20:19:21

პანკისის ხეობაში ჰესი არ უნდა აშენდეს! მხარს ვუჭერ ხალხის მოთხოვნას! ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ ფაქტს.


“ამ ხეობაში ცხოვრობს განსაკუთრებულად თბილი, პატრიოტი ხალხი და მშრომელი ხალხი. მე ძალი ბევრი ახლო მეგობარი მყავდა და მყავს მანდ, ვიცნობ იქაურობას და ეს ხალხი მთლიანობაში იმსახურებს ძალინ დიდ პატივისცემას და სათუთ მოპყრობას.


ამ ხალხმა თავისი პატრიოტიზმით შეუნარჩუნა ეს ხეობა ყველაზე რთულ პერიოდში საქართველოს და მათი მოთხოვნა ჰესი სადაც შენდება არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივას.


მე მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას. 2-კჯერ დაფიქრდით სანამ მანდ გამოიყენებთ ძალას, გაგზავნით სპეცრაზმს, რომელსაც მისცემთ ინსტრუქციას რომ გადაუაროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს.


მე მესმის რატომ აშენებთ ამ ჰესებს, იმიტომ რომ ივანიშვილის და კალაძის პირადი ინტერესებია, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი. ასევე, ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში ჰესის აშენება არ შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი. ამ ტურიზმით იჩენს ხალხი თავს ბოლო წლებში და ახლა ამითაც ექმნება დიდი საფრთხე.


მე მინდა ვუთხრა ჩემს პანკისელ დებს და ძმებს, ჩემო ძვირფასებო, ძალინ მიყვარხართ. გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა. ახლა აუცილებელია დიალოგი. ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც სახის საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, იმიტომ რომ ასეთი მეთოდებით თქვენ ხალხს ვერ გააჩერეთ. ეს არ არის საბავშო ბაღი, ეს არის ძალი სათუთად მოსაპყრობი თემა, ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ, იმიტომ რომ ძალინ ბევრი ინტერესებია აქ გადაჯაჭვული.


მე პირადად მხარს ვუჭერ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ხალხის მოთხოვნას, რომ ჰესი არ აშენდეს! ეს მოთხონა სწორია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ipress





ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ
access_time2020-05-28 17:15:45
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა...

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...


მსგავსი სიახლეები

up