სააკაშვილი: დრო არ მაქვს საქართველში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო

სააკაშვილი: დრო არ მაქვს საქართველში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო

access_time2020-05-29 10:45:37

საქართველოს ექსპრეზინდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტ სტივენ სექერთან ერთად, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ოგანიზებულ ტელე-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინაში მის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.

ჟურნალისტმა სააკაშვილს „ამერიკის ხმის“ შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველოში მომავალ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყოს ჩართული, მაშინ როცა ის ახლა უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას იკავებს.

„მე ფიზიკურად ნამდვილად არ მაქვს დრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო“, - განაცხადა სააკაშვილმა.მან აღნიშნა, რომ საქართველოში ცვლილებებს ელოდება.


„ქართული პოლიტიკა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე უკრაინის და ბევრი დრო სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ცვლილებები მოხდება. მე როცა პრეზიდენტი ვიყავი, ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. რვა წელზე მეტია მე ხელისუფლებაში არ ვარ... ამ უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკა 6-7 პროცენტით შეიკვეცება. ეს არაა კარგი სიტუაცია. ქართველები მიიღებენ ცვლილების გადაწვეტილებას. არ ვფიქრობ რომ ჩემგან რაიმე ბიძგია საჭირო“, - თქვა მან.



კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა რაიმე მაღალი თანამდებობის დაკავებას თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ არჩევნებზე წარმატებას მიაღწევს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ადრეა.



„როცა ეს მოხდება, მერე ვილაპარაკოთ. ეს ამ ეტაპზე ჰიპოთეტური კითხვაა“, - თქვა მან. „ახლა მთელი დღე და ღამე, 24/7-ზე დაკავებული ვარ იმით, რასაც აქ ვაკეთებ. მე საქართველოში ჩემს მეგობრებს ველაპარაკები, მაგრამ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ ვარ. იქ საკმარისი ხალხია ვინც ამას აკეთებს და ვფიქრობ, მოსწონთ რომ დამოუკიდებლები არიან“, - თქვა მან.


მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელშეწყობით, რეფორმების აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებში იქნება ჩართული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილავდნენ, რომელიც უნდა შექმნილიყო, თუმცა მან რადაში ამისთვის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.


წყარო: ამერიკის ხმა 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up