სააკაძის მოედნის განტვირთვის მიზნით უსაფრთხოების კუნძულები და შუქნიშნები დამონტაჟდება

სააკაძის მოედნის განტვირთვის მიზნით უსაფრთხოების კუნძულები და შუქნიშნები დამონტაჟდება

access_time2016-06-23 14:07:41

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს. სამუშაოები ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება. მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, რაც გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება.

 

მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია “A+S”-ის მიერ, 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.



“A+S”-მა დედაქალაქის უბნებსა და ცალკეულ ლოკაციებში შეისწავლა როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა. პრობლემები გაანალიზდა პიკის საათების გათვალისწინებით და მათი გადაჭრის გზების ძიება მოხდა სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით. სპეციალისტების დასკვნით, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%- ით გაიზრდება.

 

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ,  ასევე მიმდინარეობს მუშაობა ამ ტერიტორიიდან იმ ბენზინგასამართი სადგურების გადატანაზე,  რომლებმაც გზების გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს. 



 



საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...


მსგავსი სიახლეები

up