სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს მეტი მონაწილე ჰყავდეს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს მეტი მონაწილე ჰყავდეს

access_time2019-12-16 16:40:09

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე, მეტი მონაწილე ჰყავდეს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შექმნილი 20 მილიონიანი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ განაცხადა.



„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორ ხორციელდება პროგრამა და ხდება თუ არა განაცხადების მიღება, ხიდურელი აცხადებს, რომ პროგრამის ამოქმედებიდან პირველი 4 თვის განმავლობაში აქტივობა დაბალი იყო და ახლა ამის მიზეზების შესწავლა ხდება.



„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული და აქტიურია, ბანკების მხრიდან ხდება პროგრამის ადაპტირება. ეს ახალი მექანიზმია ამიტომ, როგორც ბანკების, ისე კერძო სექტორის მხრიდან სჭირდება ადაპტირება. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ მაქსიმალურად დავხვეწოთ ეს პროგრამა.




სახელმწიფოს მხრიდან მექანიზმი არის ამუშავებული, ზუსტად იმის გამო, რომ ამოქმედებიდან პირველი 4 თვის განმავლობაში აქტივობა დაბალი იყო, ახლა ბანკებთან და კერძო სექტორთან ვმუშაობთ, რომ ამის კონკრეტული მიზეზები მოვიკვლიოთ“, - განაცხადა ხიდურელმა.



შეგახსენებთ, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა. კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულებებს კი 25 ივლისს მოეწერა ხელი. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, მიზანი კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.



IPN.GE







დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...


მსგავსი სიახლეები

up