სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით „სპილოუს“ პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით „სპილოუს“ პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდება

access_time2020-10-29 14:56:09

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ „სპილოუ“ პარიზის და ფლორენციის საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება შეძლო. ამის შესახებ „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს.


აღნიშნულ ღონისძიებებზე კომპანიის უცხო და კრეატიულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შედეგად, „სპილოუ“-ს პროდუქტი უკვე ექსპორტზე გადის და ევროპის რამდენიმე ბაზარზეც იყიდება.



საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვნებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.




სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.


აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „სპილოუ-მ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან და ქართული პროდუქციის ექპორტი განახორციელა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში.


„ორი წელია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ხელშეწყობით, „სპილოუ მონაწილეობს საბავშვო ტანსაცმლის საერთაშორისო გამოფენებში. ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან პირველივე წასვლაზე დავამყარეთ, რის შემდეგაც ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის ქვეყნების რაოდენობა და შეკვეთების მოცულობა“ - განაცხადა „სპილოუ“-ს დამფუძნებელმა, სოფო ჩხაიძემ.


სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.








დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში

დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
access_time2021-06-22 20:47:09
დაზღვევის განათლების...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-22 21:00:51
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 238 დღიანი ხანგრძლივობის კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი 1-ლი იბლისიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოსვე გადაწყვეტილებით 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება...

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-22 18:05:44
22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.87 თეთრი 3.1566-მდე გამყარდა 3.1566-მდე გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი კურსის ცვლილებამ მხოლოდ 0.007 თეთრი შეადგინა და კურსი 3.1550-ით განისაზღვრა. ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, კერძოდ: ევროსთან: 1.13 თეთრით 3.7545-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.37 თეთრით 4.3810-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.81 თეთრით 4.31-40-მდე, აზერბაიჯანულ...

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება
access_time2021-06-22 17:00:53
გადათხრილი გზები, მტვერი, ბუღი, ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები, ჩაბნელებული ქუჩები - ურეკში მდებარე სასტუმროების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაბაში ჩასულ სტუმარს ეს რეალობა დახვდება. კურორტზე არ არის გასართობი დაწესებულებები, კერძო სექტორი კი ამ მიმართულებით კვლავ არ...

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა
access_time2021-06-22 16:20:32
„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს 26 მლნ ლარის ინვესტიციით აშენებული პურ–ფუნთუშეულის თანამედროვე საწარმო „ბრედფილდი“ დაათვალიერებინა და პურის ცხობის მთელი ციკლი გააცნო. საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ–ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ ოფიციალურად მალე გაიხსნება და როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. „იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ...


მსგავსი სიახლეები

up